32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

12729326 1009930795731089 3533752866103203608 n რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებსა და დაინტერესებულ პირებს საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკა ბესელიამ. მან დეტალურად წარმოადგინა საბავშვო ბაგა-ბაღების სისტემის მდგომარეობა და სახელმწიფოს მხრიდან დანახული პრობლემების გამოსწორების გზები.
ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ კანონპროექტის შემუშავებაში ჩართული იყო ყველა ის სტრუქტურა, ვისაც ეკისრება ვალდებულებები წარმატებით განახორციელოს რეფორმა.
კომიტეტის წევრებსა და დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია კანონპროეტის ცალკეულ ასპექტებთან მიმართებაში, ასევე დაესვათ შეკითხვები და წარმოედგინათ საკუთაში შენიშვნები თუ ხედვები.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კანონპროექტის ყველა ინიციატორს გაწეული საქმიანობისთვის, რადგან ამ პროექტის ამოქმედება სრულყოფს განვითარებული ქვეყნების კონცეფციას უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.
,,წარმოდგენილი კანონპროექტი ძირითადად სწორად განსაზღვრავს სტრატეგიასა და ტაქტიკას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის შემდგომი განვითარებისათვის. მისი მიღების შემდეგ, კანონის წარმატებით ამოქმედება ბევრად იქნება დამოკიდებული კანონქვემდებარე აქტების სრულყოფილად შემუშავებაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება და ჩამოყალიბდება ერთიანი სტანდარტი საგანმანათლებლო პროგრამების, დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ–ეკონომიკური პირობების, შრომის ანაზღაურების და სხვა საკითხებთან მიმართებაში.
დღეისათვის, სპმთპ აერთაინებს საბავშვო ბაგა–ბაღებში დასაქმებულთა 35%–ს. ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს წევრთა შრომითი და სოციალური უფლებების დაცვაზე. ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის რეფორმის პერიოდში მოგვიწევს აქტიურად ვითანამშრომლოთ დამსაქმებლებთან. ჩვენი თანამშრომლობა ბევრად უფრო წარმატებული იქნება, თუ კანონპროექტს დაემატება პროფესიულ კავშირთან თანამშრომლობის ვალდებულებები. ვინაიდან, მოგვეცემა შესაძლებლობა თავიდანვე ჩავერთოთ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავების პროცესში და შევქმნათ ისეთი დოკუმენტები, რომელიც დამსაქმებელთა და დასაქმებულტა ინტერესებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
ჩვენი მეორე წინადადება ეხება კანონის ამოქმედების ვადებს, რომელიც განსაზღვრულია კანონპროექტის დასკვნით და გარდამავალ დებულებებში (მე–8 თავი). ჩვენ კარგად გვესმის, რომ ბავშვთა განსაზღვრული რაოდენობით ჯგუფების ფორმირება დაკავშირებულია ინფრასტრუქტურული ამოცანების გადაწყვეტასთან (ახალი შენობები და არსებული შენობების რეაბილიტაცია), რაც მნიშვნელოვან თანხებსა და დროს მოითხოვს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ აღმზრდელ პედაგოგების/აღმზრდელების თანაფარდობის საკითხი ბავშვთა რაოდენობასთან შესაძლოა გადაიჭრას ოპტიმალურ ვადებში, 2020 წლამდე. საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვთა უსაფრთხოების, ასევე პედაგოგიურ–სააღმზრდელო საქმიანობის წარმართვისა და სხვა თვალსაზრისითაც. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ამ საკითხის მოგვარება დაიწყოს ეტაპობრივად და ყოველწლიურად, შესაძლებლობის ფარგლებში. ვფიქრობთ, ამ წესის დანერგვა უნდა განხორციელდეს 2020 წლამდე, იმ საბავშვო ბაგა–ბაღებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჯგუფებში ბავშვთა გადაჭარბებული რაოდენობიდან გამომდინარე“–განაცხადა მაია კობახიძემ.                                                                                                                                                                                          სპმთპ–ის წინადადებებს მხარი დაუჭირა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ–რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრმა, ბატონმა გია ჟორჟოლიანმა და მისი ინიციატივით შეთანხმდნენ შემუშავდეს კანონპროექტში დასამატებელი ნორმის შინაარსი.