32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12346338 974507162606786 8828764453626248421 nსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომრის, მაყვალა მაძღარაშვილის მიერ წამოწყებულ საქველმოქმედო აქციას ,,დავეხმაროთ ზემო მაჩხაანის დამწვარ სკოლას" მალევე გამოეხმაურა დედოფლისწყაროს კულტურის სახლთან არსებული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცარო მარტიაშვილი სპექტაკლით ნიკო ფიროსმანაშვილის ცხოვრებაზე ,,ამბავი ნიკო ფიროსმანისა". საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან ერთად მადლობას უხდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ასევე მთელ შემოქმედებით ჯგუფს, პედაგოგებსა და საჯარო სკოლის დირექტორებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა საქველმოქმედო აქციაში. სპმთპ-ის დედოფლისწყაროს თავმჯდომარე ასევე მადლიერებას გამოხატავს ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგის, იოსებ ბიბინიძის მიმართ, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა აღნიშნულ ქველმოქმედებაში, ხოლო პატარებმა თანატოლების თანაგრძნობის მიზნით თავიანთი დანაზოგი გაიღეს და შემოსული თანხა ზემო მაჩხაანის სკოლას გადაეცა. ზემო მაჩხაანის სკოლა რამდენიმე თვის წინ, ხანძრის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.