32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
1435644602 33333333333333333333331 საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა კიდევ ერთ ადამიანს გაუწია სამართლებრივი დახმარება. კერძოდ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის #2 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მასწავლებელი ნონა ღვინიაშვილი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძველზე მითითებით გათავისუფლდა, 2015 წლის 1 ოქტომბერს.
იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და გაირკვა, რომ გათავისუფლება იყო უკანონო, რის შემდეგაც მომზადდა სარჩელი, რომელიც წარედგინა ხაშურის რაიონულ სასამართლოს. 
პროცესზე პედაგოგის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე.
ამა წლის 4, 10 და 18 დეკემბერს გამართული სასამართლო სხდომები დასრულდა მხარეთა მორიგებით და გაფორმდა შეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც, ქალბატონი ნონა ღვინიაშვილი აღდგა რუისის #2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღმზრდელ-მასწავლებლის თანამდებობაზე. 
ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ააიპ სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების ქარელის მუნიციპალური გაერთიანების მმართველის, ქალბატონი ნინო მეზვრიშვილის მხრიდან გამოვლენილ კეთილ ნებას, რამაც უზრუნველყო დროში გაწელილი სასამართლო პროცესებისა და ხარჯების თავიდან არიდება.
შეგახსენებთ, რომ სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტამენტმა უკვე რამოდენიმე სასამართლო პროცესი დაასრულა პედაგოგების სასარგებლოდ, რის შედეგადაც დამსაქმებლებს დაეკისრათ დიდი ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება უკანონოდ გათავისუფლებული სკოლის მასწავლებლებისა და ბაგა-ბაღების აღმზრდელების სასარგებლოდ.
წევრთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური უფლებებისა და ინტერესების დაცვა/წარმომადგენლობა ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტული ამოცანაა. სპმთპ აგრძელებს თავისი წევრების უფლებების დაცვას ყველა შესაძლო და კანონიერი საშუალებით.
იურიდიული დეპარტამენტი სისტემატიურად უწევს სამართლებრივ კონსულტაციებს განათლების სისტემაში დასაქმებულ მუშაკებს და საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს მათ ინტერესებს სასამართლოში