32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
წარმატებით დასრულდა მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც გათავისუფლებული მასწავლებლის ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ (უჩა) ბაკურაძე.
29 აპრილს, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მარინა კიკნაძემ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დაკმაყოფილდა ზვიად შველიძის ორივე სასარჩელო მოთხოვნა - თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
✅ზვიად შველიძე მუშაობდა სსიპ - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, აგრეთვე მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორად ამავე სკოლაში, საიდანაც გათავისუფლდა დირექტორის კანონსაწინააღმდეგო ბრძანებით, 2020 წლის 25 მარტს.
✅მომხდარის შესახებ ზვიად შველიძემ შეატყობინა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს და მიუხედავად პანდემიით გამოწვეული დაბრკოლებებისა, სპმთპ-ის იურიდიულმა დეპარტმანეტმა დისტანციურ რეჟიმში მოახერხა საქმის შესწავლა და სარჩელის დროულად მომზადება.
✅ გაიმართა 3 სასამართლო პროცესი, რა დროსაც გრიგოლ (უჩა) ბაკურაძემ წარმოადგინა დამაჯერებელი არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ზვიად შველიძე სამსახურიდან გათავისუფლებული იქნა შრომის კოდექსისა და თავად სკოლის შინაგანაწესის მოთხოვნების უხეში დარღვევით. სასამართლომ გაიზიარა გრიგოლ ბაკურაძის პოზიცია და დააკმაყოფილა სარჩელი, რისთვისაც მადლობას ვუხდით მოსამართლე მარინა კიკნაძეს!
📌სპმთპ აგრძელებს მასწავლებლების ინტერესების დაცვას ყველა კანონიერი ხერხითა და საშუალებით. ამჟამად წარმოებაშია რამოდენიმე სასამართლო პროცესი.
📌თქვენი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, აუცილებლად მომართეთ სპმთპ-ს.
📌გქონდეთ ჩვენი თანადგომის იმედი!
სტატია გამოქვეყნდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის facebook გვერდზე 2021 წლის 11 მაისს