32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი პედაგოგთა, პროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციაა.მხარდაჭერისა და პატივისცემის ერთგვარი გამოხატულებაა ელექტრონული რუბრიკა „პროფწევრები განსხვავებული რაკურსით, რომლის მიზანია პროფწევრების საქმიანობის წარმოჩენა და მათი დანახვა განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში, რესპონდენტის როლში.რუბრიკამ მასშტაბური ხასიათი მიიღო და არაერთი წარმატებული პედაგოგი და სკოლის ლიდერი წარმოაჩინა.

ამჟამად ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქეთევან ხაჩიძე, ბორჯომის №6 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, სკოლის ლიდერობის ოცდაერთწლიანი გამოცდილებით.

170732828 836401013901385 644597309581864513 n

დოსიე: დავიბადე 1960 წელს ქალაქ ბორჯომში.1979-1983 წლებში ვსწავლობდი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციით.2000 წლიდან დღემდე ვარ ქალაქ ბორჯომის N6 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

1993-2000წწ. - ა/კ რკინიგზის ბორჯომის N6 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;

1987-1993წ -  ა/კ რკინიგზის ბორჯომის N6 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის  დარგში;

1986-1987წ - ბორჯომის სატყეო ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის  დარგში;

1985-1986წ -ა/კ რკინიგზის ბორჯომის N6 საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის  დარგში,

1983-1985წ -ა/კ რკინიგზის ბორჯომის N6 საშუალო სკოლის „უფროსი პიონერთა ხელმძღვანელი”;

2006-2010წ - ბორჯომის რაიონის საკრებულოს წევრი.

გავლილი მაქვს არაერთი ტრენინგი:  ,,ინტერ-ეთნიკური ურთიერთობების მართვა“; ,,ეფექტური ორგანიზაცია, გუნდური მუშაობა, ლიდერობა“; ,,დირექტორები და ამერიკელი მოხალისეები“;,,პროექტების მართვა“;,,სამთავრობო ადმინისტრეციისა და ადგილობრივ საზოგადოებას შოროს თანამშრომლობის არსი სოციალური დახმარების განვითარებისათვის“; ,,ლიდერობა და კონფლიქტების მართვა“;,,მოქალაქე და კონსტიტუცია“;,,მოქალაქე“; სავაჭრო კავშირები ეკონომიკასა და მარკეტინგში“; ,,სკოლის მართვა, მოვლა-პატრონობა“;,,ინკლუზიური განათლება სკოლაში“; ,,გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალი სკოლა“;,,ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სკოლაში“; ,,ქალთა ლიდერობის პროგრამის ქალთა მენტორული სწავლება“; ,,არჩევნები, საარჩევნო ტექნოლოგიები, პროპაგანდა“;,,ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში“; ,,სასწავლო პროცესის მართვა“; ,,სკოლის ადმინისტრირება“; ,,პრაქტიკული კველვა სკოლაში“; ,,საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ-ფინანსური მართვის კორექცია“;,,მასწავლებელთა სკოლის ბაზაზე შეფასება და სასკოლო დაკვირვება“(I-II ნაწილი);  ,,სკოლის შიდა შეფასების პროცესის მონიტორინგის დაგეგმვა და განხორციელება“, ,,მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება“,  ,,საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის-სამართლებრივი კულტურის საგაკვეთილო კურსი“; ,,ადვოკატირება და სამოქალაქო ინტერესების დაცვა“; ,,მშვიდობის მშენებლობა და კონფლიქტების მართვა“;                         ,,ლიდერობის აკადემია1,2,3“; ,,პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“და  ,,სამოდელო გაკვეთილების დაგეგმვა და შეფასება“.

                              გააცანით თქვენი რაიონი და სკოლა საზოგადოებას? რითია გამორჩეული და განსხვავებული სხვა სკოლებისგან?

ბორჯომის სინამდვილეში, ერთ დროს, ამიერკავკასიის ბორჯომის N6 საშუალო სკოლად წოდებული დაწესებულება, ქალაქის განათლების სისტემას არ ეკუთვნოდა, მაგრამ სარაიონო ღონისძიებებში მუდამ აქტიურად ჩართული და გამორჩეული იყო. დღეს, რაიონის სკოლებს  შორის, ყველაზე ხანდაზმულია. იგი 1958 წლიდან ფუნქციონირებს. მასწავლებელთა უმრავლესობა ამ სკოლის კურსდამთავრებულია. პედაგოგების ურთიერთობა დამყარებულია ურთიერთპატივისცემასა და კოლეგიალობაზე. ამიტომ მისაღები და მოსაწონი ატმოსფერო სუფევს.  სკოლა მუდამ გამორჩეული იყო მრავალი ორიგინალური ღონისძიებით. კურსდამთავრებუთა შორის ყოველწლიურად არიან ვერცხლისა და ოქტოს მედალოსნები.

171027562 915732849191737 4057488554498348317 n

სკოლის მართვის თქვენეული ოქროს წესი და წარმატების ფორმულა.

  • მმართველობა ქვემოდან ზევით
  • საქმიანობის დელეგირება
  • კომპეტენტური კადრის შერჩევა
  • აქტიური ჩართულობა ყველანაირ საქმიანობაში

რა პრობლემებს აწყდებით სკოლის მართვის პროცესში?

ფინანსურს და მოსწავლეთა და მათი მშობლების მხრიდან ინდიფერენტულობას.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ? როგორი დირექტორი ხართ?

ლიდერობა არ ნიშნავს ძალაუფლებას, კონტროლს. ვერ გახდები ფორმალური ლიდერი, თუ არ გამოამჟღავნე არაფორმალური ლიდერის თვისებები. ჩემთვის ფორმალური ლიდერობა ნიშნავს უნარს, ზეგავლენა მოახდინო ადამიანთა გარკვეულ ჯგუფზე მიზნის მისაღწევად. ეს ჯგუფი შეიძლება იყოს როგორც სამსახურში, ასევე სამეგობრო წრეში. სწორედ ამ ჯგუფებმა უნდა გაღიარონ ლიდერად.გუნდური მუშაობის ეფექტი სწორედ საქმიანობის დელეგირებიდან იწყება. ჩემთვის, მთავარია, გავითვალისწინო მათავარი რამ: ვიცი მე, მაგრამ უკეთ შეიძლება იცოდე შენ.არის საკითხები, რომლის გადაწყვეტა მიწევს ერთპიროვნულად. როგორი დირექტორი ვარ?...შეფასება მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის მიმინდია.(დღემდე ვცდილობ ჩემი პიროვნების, საქმიანობის, ურთიერთობების შეფასებისას სასკოლო საზოგადოების და ზოგადად საზოგადოების  თვალით დანახვის პრინციპი გავითვალისწინო).

რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი და რა გზა გაიარეთ სკოლის დირექტორობამდე?

პროფესიით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლავართ.  სტატუსი მომენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ. პროფესიის არჩევაში დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს კლასის დამრიგებელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, აწ განსვენებულს ქალბატონ ნინელი მაჭარაშვილს. ვბაძავდი, მინდოდა მას დავმსგავსებოდი  საუბრით, შესასწავლი ნაწარმოებების ახსნისა და გადაცემის მეთოდით. მან მაზიარა ქართული ენის უნიკალობას.რა თქმა უნდა სიახლეებს ვეცნობი, თანამედროვე  მიდგომებს ვეუფლები და ვიყენებ კოლეგებთან ერთად.

170332114 200928941510561 2567681568870261414 n

გარკვეული წლების შემდეგ თქვენი თავი სად წარმოგიდგენიათ. როგორია თქვენი სამომავლო პერსპექტივები?

სკოლის იქით ჩემს პიროვნებას ვეღარ განვიხილავ საჯარო სამსახურში. ალბათ, კერძო ბიზნესს მივყოფ ხელს (მეხერხება ცხობა, კერძების მომზადება, ქსოვა, კერვა-მოკლედ სასურველი სარძლო ვარ!!!!)

რას ნიშნავს იყო XXI საუკუნის სკოლის ხელმძღვანელი. რა გამოწვევების წინაშე დგახართ და რა მოთხოვნების შესრულება გიწევთ განათლების სამინისტროს მხრიდან?

იყო საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ნიშნავს ზედმიწევნით კარგად  იცნობდე და ასრულებდე საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის სტრუქტურას, ეცნობოდე, ნერგავდე სიახლეებს, თანამედროვე გამოწვევებს უმკლავდებოდე კოლექტივთან ერთად. განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსებსა თუ პროექტებში ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას. შექება, მონაწილეობისა და გამარჯვებულის სტატუსიც ბევრჯერ დაგვიმსახურებია. წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოება, სხვადასხვა სასწავლო და საზაფხულო ბანაკებში დასვენებას სწორედ სამინისტრო უზრუნველყოფს.

როგორც ვიცი, სკოლის დირექტორების არჩევის წესთან დაკავშირებით მთელი რიგი რეგულაციები გაიწერა. როგორ მოგწონთ აღნიშნული პროცესი? ცნობილია, რომ სკოლის დირექტორს ერთი და იგივე  სკოლის მართვა შეუძლია მხოლოდ ორჯერ არჩევისას.

როგორც კი დაიწყო სკოლის დირექტორის შესარჩევი გამოცდები, მეც მოვემზადე და რა თქმა უნდა ჩავაბარე. სამწუხაროდ გასაუბრებაზე მითხრეს უარი. ასე მოხდა მომდევნო ორი გამოცდის დროს - უარს (ვერც ერთხელ ვერ დამისაბუთეს ვერც სიტყვიერედ, ვერც წერილობით) გასაუბრების საფუძველზე ვიღებდი. თუმცა, 2000 წლიდან დღემდე მაინც ვმუშაობ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. წელს კვლავ გამოცხადდება დირექტორების შესარჩევი გამოცდები. მეც მეოთხედ გავალ და ვცდი ბედს.

სკოლის მართვის პროცესი ძალიან დემოკრატიულ პრინციპებზე აიგო. მართვის პროცესში ჩართულია სამეურვეო საბჭო და მანდატურთა სამსახური.რა ტიპის დახმარებას გიწევენ?

სამეურვეო საბჭო ერთ-ერთი რგოლია, რომელიც ზედმიწევნით კარგად უნდა ცნობდეს სკოლის კულტურას, ტრადიციებს, იყოს მიუკერძოებელი და დირექტორთან ერთად ზრუნევდეს სასკოლო საზოგადოების უსაფრთხოებაზე, სკოლის განვითარებასა და  სამომავლო გეგმების განხირციელებაზე.

მადლიერება მინდა გამოვხატო სკოლის მანდატურების მიმართ. ისინი დიდ დახმარებას უწევენ დირექციას და მასწავლებლებს მოსწავლეთა უსაფრთხოების, გაცდენა-დაგვიანებისა თუ ზოგადი წესრიგის დაცვის მხრივ. 

ძალიან საინტერესოა სკოლაში ახალი კადრების მიღების პროცესი.როგორ ხდება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პედაგოგი თქვენს სკოლაში რომ დასაქმდეს?

სკოლაში ახალი კადრის მიღება ხორციელდება სპეციალურ საიტზე ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ ღია კონკურსის საფუძველზე. რაც იმას ნიშნავს, რომ კადრი შეირჩევა სკოლაში შექმნილი საკონკურსო კომისიის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული სერტიფიცირება, სამუშაო გამოცდილება.  შერჩევის შემთხვევაში მხარეებს შორის ფორმდება დროებითი ხელშეკრულება, რაც იძლევა დაკვირვების საშუალებს.  

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან? რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით.

როგორც ყველა, ასევე მეც აქტიურად მოვირგე საქმიანობის  ონლაინ ფორმატი. რა თქმა უნდა, სამინისტროს დახმარებით მოგვეცა საშუალება პანდემიის დროს, სახლიდან გვქონოდა წვდომა ელექტრონულ საქმის წარმოებაზე. რამაც გამიადვილა ოფიციალური დოკუმენტების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში პასუხის გაცემა. სამწუხაროდ უხარისხო ინტერნეტი და არც თუ ისე იშვიათად მისი არ ქონა არის უდიდესი ხელის შემშლელი არა მარტო ჩემთვის, არამედ მასწავლებლებისთვისაც.

სკოლის ხელმძღვანელობის პარალელურად, აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევით. საინტერესოა, როგორც ქართულის პედაგოგი, კარიერული წინსვლის გზაზე რა დაბრკოლებებს გადააწყდით? ახალი სქემის ფარგლებში აქტიურად საუბრობდნენ პედაგოგების კრედიტებზე, დამატებით აქტივობებზე, ელექტრონულ ჟურნალზე, „ქაღალდომანიაზე“, სერტიფიცირებაზე. თქვენეული დამოკიდებულება ყოველივე ამასთან დაკავშირებით?

ამწუხაროდ, დღემდე პრაქტიკოსის სტატუსით შემოვრჩი სკოლას. წელს დავრეგისტრირდი სასერტიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად. რაც შეეხება ძველ სქემას, ძალიან ბევრი აქტიობა ჰქონდა მასწავლებელს შესასრულებელი. აღმოჩნდა, რომ ძველმა სქემამ არ გაამართლა და ამჟამად ახალი სქემის დანერგვაზეა საუბარი ანუ სიახლეების მოლოდინის რეჟიმში ვართ.

170154990 469721787565149 4203270673575468624 n

მასწავლებელი -კრიზისის მართვისა და მომავლის ხედვის ლიდერი. როგორ გესახებათ საგანმანათლებლო სფეროში მასწავლებლის როლი კრიზისის მართვის პროცესში და რაში გამოიხატება აღნიშნული ლიდერობა?

მასწავლებელი თავისი პროფესიული საქმიანობისას უნდა იყოს სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და გარემოს დაცვის მაგალითის მიმცემი. დირექტორი კი მიუკერძოებელი მედიატორის როლს უნდა თამაშობდეს მანდატურის სამსახურის თანადგომით.

რა არის თქვენთვის  „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“?  როდის გაწევრიანდით და თქვენი საქმიანობიდან რომელ მონაკვეთს გაიხსენებდით,რომლის ფარგლებშიც სპმთპ-მ  თქვენზე დადებითი გავლენა მოახდინა და დახმარება გაგიწიათ?

პირველ რიგში, „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“- არის პედაგოგთაპროფწევრთა მხარდამჭერი მძლავრი ორგანიზაციადიდი ხნის წინ გავწერიანდი და ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი და ვარ დღემდე. მახსოვს საინტერესო  ტრენინგები და შეხვედრები, რომლის ინიციატორი აღნიშნული ორგანიზაცია ყოფილა. ასევე დაუვიწყარია ის შემოთავაზებები, რაც საზაფხულო არდადეგებს უკავშირდება.

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ? რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

გაითვალისწინონ, რომ „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“- ერთი პროფესიული ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობაა, რომელიც აქტიურად ზრუნავს არამარტო წევრებზე არამედ არაწევრებზეც: პროფესიული განვითარების, უფლებრივი დაცვის და გონივრული საკანონმდებლო  ინიციატივების კუთხით განათლების სამინისტროსთან და მასთან არსებულ კომისიებთან, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს პედაგოგების შრომით პირობებს. საგანმანათლებლო სისტემაში მხოლოდ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს  შეუძლია განათლების სამინისტროსთან სოციალური დიალოგის წარმოება პედაგოგთა სასიკეთოდ.

მასწავლებლის აკადემიური თავისუფლება, გუნდურობის პრინციპი და ერთი ნიშნით გაერთიანებული ადამიანების ერთობა როგორ გესახებათ და თქვენეული დამოკიდებულება სპმთპ-თან დაკავშირებით.პირადად თქვენ რა მოგცათ აღნიშნულმა ორგანიზაციამ?

უამრავ გამოწვევებთან ერთად დიდი პასუპისმგებლობა გვეკისრება დასავლური ხედვის განხორციელების საქმეში.  რაც შეუძლებელია ხარისხიანი და ეფექტური საგანმანათლებლო სისტემის გარეშე. აი, აქ კი დიდი როლი უნდა ითამაშოს პედაგოგთა კავშირმა. რომლის მხარდაჭერა, ობიექტური მიდგომა, ოპერატიულობა და კვალიფიციური ჩართულობა დადებით როლს ითამაშებს განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და განსახორციელებულ რეფორმებზე.თუნდაც ამ გადმოსახედიდან, თიტოეულ პედაგოგს კარგად გვაქვს გათავისებული აღნიშნული ორგანიზაციის საჭიროება და სიძლიერე.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა