32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 12193711 958714227519413 1573060686611141797 nახალ სასწავლო წელს სპმთპ–ის წარმომადგენლებმა საჯარო სკოლების პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრები, პედაგოგთა საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, განახლებული პროგრამებით დაიწყეს. 

მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სპმთპ-ს სამუშაო შეხვედრები ჩატარდა გარდაბნის, ახალციხისა და მცხეთის რაიონების საჯარო სკოლებში. სპმთპ–ის ლიდერების კლარა კუპრეიშვილის, ლილი წურწუმიას და მცხეთის კოორდინატორის მანანა ჩოხელის ორგანიზებითა და ინიციატივით სპმთპ–ის წარმომადგენლები პედაგოგებს შეხვდნენ. სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტი ნათია კორძაძე, საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი მაია ესებუა და კანცელარიის უფროსი ქეთევან ვადაჭკორია ადგილობრივი სკოლის პედაგოგებსა და რაიონული ორგანიზაციის წევრებს სპმთპ-ს ამოცანებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.
პედაგოგები აქტიური დისკუსია გამართეს ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის“ სქემაში ჩართულობის მნიშვნელობის და იმ სირთულეების შესახებ, რომელიც ახალი სქემის ამოქმედებას უკავშირდება.
სპმთპ–ის საფინანსო დეპარტამენტის კოორდინატორმა მელანია დარახველიძემ პედაგოგებს განუმარტა საგანამანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის, დეკეტული შვებულებისა და კუთვნილი ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულებების გამოანგარიშების წესის შესახებ. 
მსგავსი სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ქვეყნის მასშტაბით.