32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
 12189646 958366467554189 4916903650977487905 nმიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ცირა გულუას ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრებისათვის. 
ტრენინგს ესწრებოდა საგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც საჯარო სკოლების ასევე სკოლამდელი დაწესებულებების გაერთიანების ბუღალტრები. ტრენინგი წარმართა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საფინანსო დარგში ნათია კორძაძემ. სემინარის მსვლელობისას განიხილებოდა საკითხები საგანამანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენი), დეკეტული შვებულებისა და კუთვნილი ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულებების გამოანგარიშების წესის შესახებ. 
სემინარის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. აქედან გამომდინარე სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა შემდგომი სემინარი თემაზე - „სახელმწიფო შესყიდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში“.