32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აქტიურად განაგრძობს ელექტრონული რუბრიკის ფარგლებში, „პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას , მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და მათ დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

ამჟამად რუბრიკის სტუმარია სპმთპ-ის თბილისის, სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გულიკო ამილიძე.29496383 2121322798095494 8467856185335218176 n

დოსიე : თბილისელობა დამებედა. სამყაროს მოვევლინე მთაწმინდის რაიონში, ერთ-ერთ ღირსეულ ოჯახში: მამა -სტეფანე ბერიაშვილი ,დედა- მარიამ აბშილავა. რაც თავი მახსოვს მათ მზრუნველ და საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმიანობას ვუყურებდი. მამა პროფესიით ეკონომისტი იყო, დედა - ექიმი. დავამთავრე თბილისის გრ.კობახიძის სახელობის საშუალო სკოლა წარჩინებით. პარალელურად დავამთავრე N 10 სამუსიკო სკოლა. სწავლა გავაგრძელე თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფილოლოგის ფაკულტეტზე, რომელიც დავამთავრე 1977 წელს.

მას აქეთ ჩემი ცხოვრება დავუკავშირე პედაგოგიურ საქმიანობას : წლების განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა საბავშვო ბაგა - ბაღში მუსიკის პედაგოგად, მეთოდისტად და გამგედ.ასევე ვიყავი სამგორის რაიონის განათლების , კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.ამ პერიოდიდან გავიცანი და შევიყვარე სამგორის რაიონის საზოგადოება, უფრო მეტად დავუახლოვდი პედაგოგებს და სკოლამდელი აღზრდის წარმომადგენლებს და სწორედ ეს გახდა საფუძველი ჩემი პროფკავშირის ლიდერად არჩევისა და ჩამოყალიბებისა

ვარ სამგორის რაიონის სამგზის არჩეული თავმჯდომარე.121662636 2836892109871889 324968839160445045 n

მყავს მეუღლე ,შვილი და შვილიშვილები.

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

ჩემთვის წარმატება ადამიანებთან ლამაზი ურთიერთობის დამყარება და მათი სიყვარულის დამსახურებაა.ეს კი მმუხტავს ენერგიით, რომ ადამიანთა დასახმარებლად უფრო მეტი შევძლო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მომიხდებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ჭიდილი ჩემი ორგანიზაციის შენარჩუნებისა და დაცვისათვის და ჩემი მთავარი მიღწევაც სწორედ ესაა-დღეს „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი“, რომ დგას პედაგოგთა ინტერესების სადარაჯოზე, იცავს მათ კანონიერ უფლებას და არ ეწევა მაამებელ საქმიანობას ხელისუფალთა მიმართ. მერწმუნეთ , ეს არ იყო ადვილი... ჩვენ გამოვიარეთ ჯოჯოხეთური წლები.36799600 1819428391447988 8291038892929318912 o

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

ჩემი ყოველდღიურობა წლების განმავლობაში დრო - სივრცის საჭიროებებს მისდევს: ა)მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამღლებისთვის ზრუნვა. ბ) პედაგოგთა და აღმზრდელთა უფლებების დაცვა. გ) მათ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. ე) მათთვის მოტივაციის ამაღლება და დაფასება. ვ)სპმთპ ჩემთვის მეორე ოჯახია .აქ მიწევს ჩემი იდეების გაზიარებაც და განხორციელებაც.121527559 2836891963205237 4826846250552081636 n

https://www.facebook.com/ESFTUG/photos/a.1797959390261555/1797969903593837/?type=3

https://www.facebook.com/ESFTUG/photos/a.1797959390261555/1797961443594683/?type=3

https://www.facebook.com/ESFTUG/photos/a.1797959390261555/1797972366926924/?type=3

https://www.facebook.com/ESFTUG/photos/a.1797959390261555/1797959453594882/?type=3

https://www.facebook.com/ESFTUG/photos/a.1797959390261555/1797959453594882/?type=3

https://www.facebook.com/ESFTUG/photos/a.1797959390261555/1797969430260551/?type=3

https://www.facebook.com/GDGiorgiDokhturishvili/photos/a.2237388293144744/2237388876478019/?type=3

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

გვაქვს ჯანმრთელი, საქმიანი პრინციპული პოზიციები ერთმანეთთან. ვფიქრობ, გუნდი შედგა, რომელიც ჭეშმარიტად ემსახურება განათლების სისტემის გაძლიერებასა და განვითარებას.

სპმთპ-ს კუთხით, რა ტიპის აქტივობები განგიხორციელებიათ და სამომავლოდ რას გეგმავთ?

სწორედ ამ საზოგადოებასთან ერთად ბევრი სასიკეთე საქმიანობა გავწიეთ; შემოქმედებითი კუთხით ტრადიციული ღონისძიებები ჩვენს რაიონს დაებედა; მასწავლებელთა, ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები: "ქალი კადრს მიღმა " "მღერიან და ხუმრობენ პედაგოგები" ; "ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ" საბავშვო ფესტივალები: " ზღაპრულ სამყაროში“, მიუსაფარ ბავშვთა საქველმოქმედო ღონისძიებები: „ჩვენც დავბერდებით“, „სიკეთე გადამდებია“...ყოველი ახალი სასწავლი წლის დაწყება სკოლებისა და ბაგა-ბაღების მიმართულებით ახალი გამოწვევების წინაშე გვაყენებს.

ამჯერადაც იგივე სურათია.პანდემიამ ჩვეული ყოფა ყველგან შეცვალა. ვემზადები ნოემბრის ბოლოს საანგარიშო კონფერენციისთვის და ვფიქრობთ, ყველა სიახლეს იქ დეტალურად წარმოვადგენთ და პასუხს გავცემთ. ამ სასწავლო წლისთვისაც ვემზადებით მასწავლებლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და ვიმედოვნებთ, ეპიდემია ხელს არ შეგვიშლის და საზეიმოდ დავაფასებთ პედაგოგების ღვაწლსა და ამაგს. სოლიდარობა ღვთით დალოცვილი ერთობაა.ადამიანებს მით უფრო საგანმანათლებლო მუშაკებს ეს უნდა ესმოდეთ - " ძალა ერთობაშია".

დაბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

მინდა, რომ სამგორი იყოს მოწინავეთა რიგებში და მასწავლებლები უფრო მეტად აფასებდნენ პროფკავშირების ამაგს, ღვაწლს და ზრუნვას მათ მიმართ.

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა