32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12208392 958356817555154 4590816515201822851 nმიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში გაიმართა სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი ტრენინგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრებისათვის. ტრენინგს ესწრებოდა 28 საგანმანათლებლო დაწესებულების ბუღალტერი და წარმართავდა სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი საფინანსო დარგში ნათია კორძაძე. ქალბატონმა ნათიამ ტრენინგზე განიხილა საგანამანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების, საავადმყოფო ფურცლის (ბიულეტენი), დეკეტული შვებულებისა და კუთვნილი ანაზღაურებადი/ანაზღაურების გარეშე შვებულებების გამოანგარიშების წესი.
სემინარის მსვლელობისას მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთი საქმიანობის ხელისშემშლელ ბარიერებზე. მათ განსაკუთრებულ პრობლემად დაასახელეს საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების კანონთან დაკავშირებული საქმიანობით გამოწვეული სირთულეები და მოითხოვეს დახმარება. ზემოაღნიშნული პრობლემების გადაჭრის მიზნით, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ლალი სებისკვერაძეს დაგეგმილი აქვს შემდგომი ღონისძიებები, მათ შორის გაგრძელდება პროფესიული განვითარების ტრენინგები.
წლის განმავლობაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების ბუღალტრების ტრენინგი ჩატარდა საქართველოს შვიდ რაიონში და დაგეგმილია მსგავსი ტიპის ტრენინგები სპმთპ-ს ყველა სტრუქტურულ ერთეულში განხორციელდეს.