32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
OVID19-ის პანდემიის ფონზე ევროპის ბევრ ქვეყენაში მშრომელთა ტრადიციული საპირველმაისო გამოსვლების, მარშების გარეშე!
დავაფასოთ განათლების სფეროს მესვეურები და მოვითხოვოთ ყველასთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის ინვესტიციების გარანტიები! #InvestInEducation
2020 წლის 1-ლი მაისი იქნება დასამახსოვრებელი მშრომელთა საერთაშორისო დღე!
ეს დაავადება მხოლოდ ჯანმრთელობის კრიზისი არ არის; იგი სოციალური და ეკონომიკური კრიზისია. ჩვენ მოწმენი გავხდით დასაქმებულების გადამწვეტად მრავალმნიშვნელოვანი როლის, განსაკუთრების იმ მუშაკების ვინც ჯანდაცვასა და სხვა გადაუდებელ სფეროებს ემსახურებიან, მათ შორის მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა დასაქმებულებიც არიან. ისინი ვინც, წინა ხაზზე და ყველაზე დაუცველები არიან, რადგან უდიდესი რისკის წინაშე დგანან. ამ გამოწვევებით სავსე, უპრეცედენტო მდგომარეობაში ყველა მომუშავეს თავისი წვლილი შეაქვს საზოგადოების ერთიანობის შენარჩუნებაში. სამუშაო ადგილების ხელახალ გახსნასთან ერთად, მუშაკები არიან ძალა ფუნდამენტისა, რომელზეც ჩვენი საზოგადოება და ეკონომიკა არის აშენებული, ამიტომ მათ დასჭირდებათ მეტი მხარდაჭერა, რასაც იმსახურებენ ღირსეულ სამუშაო პირობების შექმნითა და ძლიერ საჯარო დაფასებით.
ETUCE - ,,ევროპისპროფკავშირების განათლების კომიტეტი" მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს, სასწავლო დაწესებულებების ყველა პერსონალს და მათ პროფკაშირებს გაწეული მძიმე საქმიანობისთვის, მოსწავლეებთან მუშაობისთვის, მათი თავგანწირვისა და ძალისხმევისთვის. მთლიანობაში, ისინი იღწვიან იმისთვის, რომ უკეთ მოამზადონ ახალგაზრდა თაობა მომავალი ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია ამ რთულ და არაორდინალურ დროს მათი ძალისხმევა. საგანგებო პირობებში პედაგოგები და სხვა პერსონალი დიდი მოტივაციით და მათთვის დამახასიათებელი მაღალი პასუხისმგებლობით ემსახურებიან განათლების დარგს.
მიუხედავად რესურსების სიმწირისა, მასწავლებლებმა სწრაფად მოახერხეს დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, იმისთვის რომ შეინარჩუნონ კომუნიკაცია მოსწავლეებთან. მასწავლებლობის მისიის ძირითადი ქვაკუთხედი მოსწავლეა. ასეთ უპრეცედენტო სიტუაციაშიც კი, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმით, განათლების სფეროს თითოეული მუშაკი იმსახურებს ჩვენს გულწრფელ დაფასებასა და მადლიერებას.
1-ლი მაისი, არამხოლოდ დასაქმებულების საქმიანობის აღიარების დღეა, არამედ ახსენებს ყველას იმ ბრძოლებს, რითაც დასაქმებულებმა მიაღწიეს, სირთულეების მიუხედავად, უკეთეს სამუშაო პირობებს, ცხოვრებას და უფრო სამართლიანი საზოგადოებების შექმნისთვის იღწოდნენ. შრომის კოდექსის, სოციალური გარანტიების, პროფკავშირების შექმნის და კოლექტიური მოლაპარაკებების წარმოების უფლების დაცვის გარდა, დასაქმებულები იბრძვიან, არამხოლოდ საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად, არამედ სამართლიანი ძალაუფლების ბალანსისთვის. კაცობრიობის ბედი უკვე აღარ იწერება მხოლოდ მდიდრებისა და ძალაუფლების მქონეთა მიერ.
შრომის დღის აღნიშნვას ორი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, იგი მუშაკების მიმართ პატივისცემის გამოხატვაა, ხოლო მეორე მხრივ- მომენტია ფართოდ გაჟღერდეს დასაქმებულთა წინაშე არსებული გამოწვევები. განათლების მუშაკები და მათი პროფკავშირები ყოველდღიურად არიან კონცენტრირებული ამ ორ მიზანზე.
ყოველდღიურადაც განათლების მუშაკები და მათი პროფკავშირები ერთიანობისთვის იბრძვიან, ძალების გაერთიანებით მოითხოვონ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას, რაც დემოკრატიისა და სოციალური სამართლინობის ქვაკუთხედია. ყველასათვის ხარისხიან განათლებას დამაბალანსებელი და თავისუფლების გარანტიების როლს ასრულებს.
ბოლო წლების სამომხმარებლო პოლიტიკამ და ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ დიდი ზიანი მიაყენა საზოგადოებრივ სერვისებს, განათლებას, სოციალური დაცვის სისტემებს, კოლექტიურ მოლაპარაკებებსა და სოციალურ დიალოგს. განათლების პროფკავშირები შეეწინააღმდეგნენ საზოგადოებრივი სერვისების ეროზიასა და ძალების ნაზრისთვის გადაცემას, დაიცვეს დემოკრატიული ინსტიტუტები და წინააღმდეგობა გაუწიეს დომინანტურ მიდგომებს, იმის შესახებ რომ სოციალური მისწრაფებები და კოლექტიური ქმედებები მანკიერებაა, ხოლო ინდივიდუალური და პირადი ამბიციებს წახალისება სჭირდება.
Covid-19-ის პანდემიამ გამოააშკარავა წარსულის ზიანი, რაც ნეოლიბერალურმა მიდგომებმა გასული ათწლეულის განმავლობაში გამოიწვია. კრიზისები წარმოაჩენს ბაზრისადმი გადაჭარბებულ, ლოიალური მიდგომების შედეგებს, რომელსაც თან სდევს სამომხმარებლო პოლიტიკა და ეკონომიკური კრიზისი, რამაც ევროპის კონტინენტი ათწლეულების წინ ფართოდ მოიცვა.
ამჟამინდელ საგანგებო სიტუაციაში კი, ევროპის მთავრობები იძულებულნი არიან საკუთარი ხალხის უსაფრთხოების, მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად, ეკონომიკის ფისკალური სტიმულირებისთვის მასიურად ხარჯები გაიღონ. თუმცა, გასააზრებელია ისიც გარემოებაც, რომ დღევანდელმა არარელევანტურმა ფისკალურმა პოლიტიკამ ხვალინდელი ეკონომიკური დეპრესიის საფრთხე არ წარმოქმნას. განსაკუთრებით კი ევროზონაში, ევროპული მთავრობები ვალების კრიზისის წინაშე დაუცველები გახდნებიან. ძველი გამოცდილებები შეცდომები არ უნდა გავიმეორებთ, ვალების შემცირების მიზნით ბიუჯეტების შეკვეცა არ უნდა განხორციელდეს, ის რაც უფრო რთულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგების წინაშე დაგვაყენებს.
მშრომელთა დღესთან და COVID19-თან დაკავშირებით ETUCE-ისე ვროპულმა დირექტორმა, სუზან ფლოკენმა განაცხადა: ,,დღე, როდესაც ხაზგასმით ავღნიშნავთ ჩვენი სექტორის, განათლების წარმომდგენლების ფასდაუდებელ შრომას და ბრძოლას სამართლიანი საზოგადოების შექმნისათვის… ბევრი უნდა ვისწავლოთ წარსულის გაკვეთილებიდან. კითხვა აღარ უნდა ისმოდეს ხარისხიანი განათლების უზრუნველყობის შესაძლებლობებზე, კითხვა უნდა დავსვათ - განათლების გარეშე რამე თუ არის შესაძლებელი. ჩვენ ყველას შეგვაქვს წვლილი საზოგადოებრივ საჭიროებებში, ამ საშინელი კრიზისის შემდეგაც ერთად უნდა აღვადგინოთ დასაქმებულთა კეთლდღეობა და საზოგადოებების მომავალი. წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯები თანასწორი შესაძლებლობების გარანტიების შესაქმენლად. ჩვენი მომავალი თაობისთვის განათლება არის უმნიშვნელოვანესი, როგორცადამიანის უფლება და საზოგადოებრივი სარგებელი, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური წარმოშობისა!დღევანდელი გადაწყვეტილებები განსაზღვრავს, როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ ხვალ. განათლების პროფკავშირები გამოხატავენ სრულ მზადყოფნას, წვლილი შეიტანონ მომავლის ფორმირებაში. ისეთი მომავლის, რომელშიც უფრო სამართლიანი, სოციალური და დემოკრატიული ევროპა დაფუძნებული იქნება სოლიდარობასა და პროგრესზე.“
2020 წლის 1 მაისი