32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
რუსლი ენის პედაგოგებს, ვინც რუსულს ასწავლიან, როგორც მშობლიურ ენას მიეცემათ სქემით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა!
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ) ხშირად მომართავდენ რუსული ენის პედაგოგები, რომელთაც სტატუსის დანამატი არ ეძლეოდათ. თვეების განმავლობაში სპმთპ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, მათ შორის არგუმენტირებული კორესპონდეცნიებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან დიალოგის ფორმატში აყენებდა აღნიშნულ საკითხს.
2020 წლის 25 მარტს, „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში შეტანილ იქნა ცვლილებები, რაც ბევრი პედაგოგის მდომარეობის სასიკეთოდ ცვლის.
კანონქვემდებარე აქტში განხორციელებული ცვლილებები:
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcb/1/18/2611.png");">☑️ ცვლილება შევიდა მე-10 მუხლის ,,სტატუსის დანამატი” მე-6 პუნქტს დაემატა 6​/1 ქვეპუნქტი, შემდეგი რედაქციით.
,,მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა რუსულში, როგორც უცხო ენაში და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის რუსულს, როგორც მშობლიურ ენას,მიეცემა სქემით გათვალისწინებული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა”.

☑️ დაზუსტდა მასწავლებლის სამუშაო სტაჟის კოეფიციენტი, კერძოდ

  • ცვლილება შევიდა მე- 6 მუხლის ,,სამუშაო სტაჟი”- „ა“ ქვეპუნქტში:
,,0-დან 5 წლის ჩათვლით (ნაცვლად 5 წლამდე) მასწავლებლის სამუშაო სტაჟი განისაზღვრა - 0.2 კოეფიციენტით”.
შესაბამისი კოეფიციენტი მასწავლებლის განათლებისა და სამუშაო დატვირთვის კოეფიციენტებთან ერთობლიობაში განსაზღვრავს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს.
მასწავლებელთა თანამდებობრივი სარგოები განსაზღვრულია 126/ნ ბრძანების №1 დანართში, სადაც მოცემულია 0-დან 5 წლის ჩათვლით სამუშაო გამოცდილების მქონე მასაწავლებელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები, 5-დან 10 წლის ჩათვლით − №2 დანართში, ხოლო 10 წლის ზემოთ − №3 დანართში.“
https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tcb/1/18/2611.png");">☑️ ცვლილება შევიდა მე-10 მუხლის ,,სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი” - „ა“ ქვეპუნქტში.
სქემით განსაღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი ეძლევა
„ა) მასწავლებელს, რომელსაც კანონმდებლობის შესაბამისად (ნაცვლად, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროცნული ცენტრის დირექტორის ინდივიდულაური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) მინიჭებული აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი ან მენტორის სტატუსი და დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა.“

სტატუსის მქონე მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს საგნობრივი ჯგუფის საგანი, კონკრეტულად

☑️ მე-10 მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:
· „გ) მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის – ფიზიკის ან ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნების მასწავლებელს, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი (გარდა პრაქტიკოსისა) და უმაღლესი განათლების დიპლომით უდასტურდება ზემოთ მითითებული საგნებიდან (გარდა იმ საგნისა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი) ერთ-ერთი საგნის სწავლების უფლება ან დიპლომის დანართით უდასტურდება შესაბამისი საგნის გავლა და სქემით დადგენილი წესით ასწავლის მათემატიკის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის - ფიზიკის ან/და ტექნოლოგიების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანს/საგნებს.“
☑️ 13​/5 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდა ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გამოთვლის გზებს.
· ახალი რედაქციის მიხედვით, 0-დან 5 წლამდე დაიწია სამუშაო გამოცდილების მქონე სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსგაანგარიშების მექანიზზმა, ხოლო ძველი რედაქციით განსაზღვრული იყო 1-დან 5წლამდე.
სპმთპ მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს აღნიშნული ცვლილებების განხორციელებისთვის და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კრიზისის საპასუხოდ საქართველოს განათლების სისტემის პროცესების მართვისთვის.
სპმთპ აგრძელებს საგანმანათლებლო სექტორის დასაქმებულთა ინტერესების ადვოკატირებას.