32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ აქტიურად განაგრძობს ელექტრონული რუბრიკის ფარგლებში, „პროფლიდერები განსხვავებული რაკურსით“, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების წარმოჩენას , მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და მათ დანახვას განსხვავებულ რაკურსსა და ამპლუაში.

 ამჟამად რუბრიკის სტუმარია ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინეზა ელისაშვილი.

93572464 2744544195674012 744132805205688320 n

დოსიე: სპეციალობით ფილოლოგი, 1973 წლიდან 2011 წლამდე ვმუშაობდი ქ.ხაშურის №4 საჯარო სკოლაში ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგად. პარალელურად, განათლების განყოფილებაში ქართული ენის და ლიტერატურის მეთოდისტ-ინსპექტორად. 1989-2008 წლამდე ვმუშაობდი რაიონის ლოგოპედად და პარალელურად საღამო სკოლის დირექტორად 2005 წლამდე. 2005-2007 წლებში ვმუშაობდი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიოერთობის სამსახურის უფროსად. პარალელურად ლოგოპედიისა და ქართული ენის კურსს ვკითხულობდი ხაშურის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

ვარ სპმთპ-ის მესამე, მეოთხე, მეხუთე,მეექვსე, მეშვიდე, მერვე, მეცხრე ყრილობის დელეგატი.

სპმთპ-ის მეოთხე ყრილობაზე ამირჩიეს სპმთპ-ის საკონტროლო- სარევიზიო მონიტორინგის თავმჯდომარედ 2008 წლის 7 ნოემბერს სპმთპ-ის ხაშურის რაიონულმა კონფერენციამ ამირჩია რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

სხვა რიგით ჯილდოებთან ერთად, რაც ყველაზე მეტად მეამაყება, მიღებული მაქვს ი.გოგებაშვილის სამკერდე ნიშანი და სიგელი, ორდენი.

36249873 1875585375796795 681831280920231936 n

რა არის თქვენთვის წარმატება და რა გაძლევთ მოტივაციას?

წარმატება, როგორც ყველა ადამიანისთვის, ჩემთვისაც უმთავრესია.მოტივაციას მაძლევს საქმე, რომელიც მიყვარს და სიყვარულით ვასრულებ , ჩემი რაიონისა და პროფწევრების მადლიერება , ამასთანავე ორგანიზაციის მაღალი რეიტინგი.

თქვენი მთავარი მიღწევა?

რამდენი ერთი ჩამოვთვალო- რაიონში ფუნქციონირებს 18 სკოლამდელი დაწესებულება და ყველა თანამშრომელი დირექტორის ჩათვლით არის სპმთპ-ის წევრი. ფუნქციონირებს 32 საჯარო სკოლა, 31 საჯარო სკოლაში არის სპმთპ-ის ორგანიზაცია ერთადერთ ქინძათის საჯარო სკოლაში ჯერ-ჯერობით არ არის სპმთპ-ის ორგანიზაცია, რაც ძალიან მაწუხებს.

რას ნიშნავს ლიდერობა თქვენთვის და როგორ გრძნობთ თავს გუნდური მუშაობის ფორმატში? რამდენად გუნდური ან ერთპიროვნული ხართ?

ლიდერი- ყველა საქმეში უმთავრესია, არის საკითხები, რომელიც მხოლოდ ლიდერმა უნდა გადაჭრას, მაგრამ გუნდური მუშაობის გარეშე წარმატება შეუძლებელია.

ვფიქრობ, ჩემს წევრებთან ერთად გამოწვევებს ღირსეულად ვუმკლავდები, ყველაზე მეტად მაწუხებს პრაქტიკოსი პედაგოგების ბედი, რადგან მათში ბევრი საუკეთესოა.

59153021 445394816207317 1385222176679919616 o

როგორია თქვენი ყოველდღიურობა და ვისი მხარდაჭერა გაძლიერებთ?

მაძლიერებს ჩემი წევრების და სპმთპ-ის ხელმძღვანელობის მხარდაჭერა.ჩემი ყოველდღიურობა ნამდვილად აქტიური და პროფწევრების საქმიანობაზე ორიენტირებულია.

რას ნიშნავს იყო მასწავლებელი?

მასწავლებლობა ჩემთვის ყველაფერი იყო. გული მწყდება, რომ აღარ ვარ პედაგოგი. არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა გვყავს და მათთან თანამშრომლობა მოტივაციას მიმაღლებს. გული მწყდება, რომ წიგნი კარგავს ფუნქციას, რკინა, ვირტუალური სივრცე მას ვერ ჩაანაცვლებს.

60678404 455066228573509 7557666209160757248 n

პანდემიის ფონზე , რეალური საკლასო ოთახი ჩაანაცვლა ვირტუალურმა. რამდენად გადაეწყვეთ ახალ რეალობასთან?

რა ისწავლეთ ამ პერიოდში და რა პრობლემებს წააწყდით ამ მიმართულებით,როგორც რაიონული ორგანიზაციის ლიდერი.

  მეგონა გამიჭირდებოდა, რადგან არც ისე კარგად ვფლობ ტექნოლოგიებს, თუმცა სასამოვნოც კი აღმოჩნდა. ამ გამოწვევასაც ღირსეულად შევხვდი და დავძლიე.მე ვარ ,, ქალთა როლი საზოგადოებაში’’- ხაშურის ფილიალის ხელმძღვანელი. პანდემიის დროს დავამუშავეთ პროექტი ,, ქალთა საინიციატივო ჯგუფი ჯანსაღი გარემოსთვის’’- გავიმარჯვეთ და მოვიპოვეთ გრანტი . პანდემიის პერიოდში ,საჯარო სკოლების ეკოკლუბის წევრებთან ერთად ვატარებდით ონლაინ ტრენინგებს ეკოლოგიური კულტურის, ცნობიერების დაბალი დონის და უპასუხისმგებლობის შესახებ- ეკოლოგიური საკითხების მიმართ, რაც არღვევს ადამიანის კონსტიტუციურ უფლებას- იცხოვროს ჯანსაღ გარემოში; არ შექმნას ეკოლოგიური საფრთხეები, რაც თავისთავად კავშირშია პანდემიასთან. ამ პროექტის ფარგლებშიც ყოველდღიური კავშირი მქონდა წევრებთან და მოსწავლეებთან.

106622111 883165452192764 445218366177903353 n

რა არის თქვენთვის სპმთპ და როგორც სპმთპ-ის ხაშურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რა ტიპის აქტივობების განხორციელებას გეგმავთ?

ჩემთვის სპმთპ-ყველაფერია, ჩემი ყოველდღიურობაა, ჩემი ცხოვრებაა, მის გარეშე ძალიან გამიჭირდება .

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს , შემხვედრი საკითხები გვიჩვენებს გზას, ახლა წევრთა საზაფხულო დასვენებაზე ვფიქრობ.

36678021 1063464083805119 4221834920755986432 n

რას ეტყოდით იმ პედაგოგებს, რომლებსაც სურთ სპმთპ-ში გაწევრიანება.რატომ უნდა გაწევრიანდნენ ? რა პრივილეგიებით და გარანტიებით ისარგებლებენ?რას ურჩევთ პოტენციურ პროფწევრებს?

და ბოლოს დაასრულეთ ფრაზა: მინდა რომ...

სათქმელი ბევრი გვაქვს: ჩვენი პრეზიდენტის,მაია კობახიძის და ხელმძღვანელობის მიერ პედაგოგებისთვის განხორციელებული ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონის პროექტები, პედაგოგებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხების საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა, მათი მხრიდან არაერთი ინიციატივისა და რეკომენდაციის წარდგენა განათლების სამინისტროსთან, პროფწევრების პროფესიული გადამზადება და მათი სამართლებრივი დაცვა...ძლიერი გუნდი დიდი ძალა და საყრდენია.სწორედ ასეთი ძალაა სპმთპ,რომელიც გაძლიერებს,გიცავს და წინსვლისკენ გიბიძგებს.

მინდა უფრო ძლიერები ვიყოთ, სამოქალაქო შეგნებით მაღალ დონეზე აღვიჭურვოთ და მაქსიმალურად გავითავისოთ პროფკავშირის მრავალმხრივი როლი და მნიშვნელობა.

იხ.ლინკი:https://spark.adobe.com/page/yDbOM8NzSv0pG/?fbclid=IwAR2-KdK8RwRPb-PXNBTp00o5Y4p5bDcfFVv9GxojpQGbX6rcliQa6WsPl84

              მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა