32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

სპმთპ-ის მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების ფარგლებში, არაერთმა პროფწევრმა, მასწავლებელმა მიიღო პროფესიული ცოდნა/განვითარება და პრაქტიკაში განახორციელა მიღებული გამოცდილება.

მათ შორისაა ქ .ქუთაისის N 13-ე საჯაროს სკოლის ბიოლოგიის წამყვანი პედაგოგი მაია წიქორიძე, რომელმაც დანიური პროექტის:“სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-თან თანამშრომლობით“ ფარგლებში მიღებული გამოცდილება პრაქტიკაში დანერგა და ამ მიმართულებით აქტიურად ისაუბრა პროფკავშირის როლსა და დანიშნულებაზე.

25 წელზე მეტია ,რაც სკოლაში ვმუშაობ. თავიდან, რომ ვიწყებდე ყველაფერს,ისევ სკოლას ავირჩევდი.რატომ? იმიტომ,რომ სწორედ სკოლასთან და ბავშვებთან მაკავშირებს ჩემი ცხოვრების ყველაზე მეტი თბილი,ამაღელვებელი და წარმატებული მომენტები .25 წლის მანძილზე, ბევრი გამოწვევის წინაშე ვმდგარვარ და თითქმის ყველა რთულ მომენტში მქონია ჩვენი პროფკავშირული ორგანიზაციის მხარდაჭერის იმედი,მაშინაც კი როდესაც ეს ორგანიზაცია თავის არსებობის მანძილზე ყველაზე რთულ სიტუაციაში იყო. ის მაინც ახერხებდა მხარი დაეჭირა ,კონსულტაცია გაეწია, დაერიგებინა ან უბრალოდ თბილი სიტყვა ეთქვა პედაგოგებისათვის.სწორედ ,იმის გამო, რომ ამ ორგანიზაციაში წინა პლანზე ყოველთვის ადამიანური ღირებულებები იყო წამოწეული,ვერასდროს ველეოდი მას.მან მომც

კაცობრიობის არსებობის პერიოდში მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა,რომელიც ყოველდღიურ რუტინულ შრომას მოითხოვს, რათა შეძლო სწავლება.არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი ,რომ თუ ბედავ სხვის სწავლებას,თავადაც უნდა იყო ორიენტირებული საკუთარი თავის თვითგანვითარებაზე,რათა ფეხი აუწყო 21 საუკუნის გამოწვევებს.აქაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა ყოველთვის პროფკავშირული ორგანიზაცია.მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემის მიმდინარეობის ფარგლებში, მან არაერთი ტრენინგი შესთავაზა პედაგოგებს.აუცილებლად აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი ,რომ პროფკავშირული ორგანიზაცია არ აკეთებდა მასწავლებლებლის დიფერენცირებას „წევრებსა“ და „არაწევრებზე“,ტრენინგზე თანაბრად შეეძლოთ, სურვილისამებრ ყველას დასწრება,ამ ფაქტმა ,ნამდვილად, ხელი შეუწყო ორგანიზაციის პოპულარიზაციას და პედაგოგებს კიდევ ერთხელ დაანახა ,რომ ის ერთადერთი ორგანიზაციაა ,რომელიც მუდმივად ცდილობს მასწავლებელთა კორპუსის ინტერესების დაცვას,პედაგოგების აზრებისა და განწყობების გაჟღერებას არამარტო მედიასივრცეში,არამედ სახელმწიფო-ადმინისტრაციულ სტრუქტურებში.

ამა წლის თებერვალში ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა სპმთპ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული სემინარი,რომელზეც ჩვენი ქვეყნის წამყვანმა პედაგოგებმა ისაუბრეს დანიის განათლების სისტემის თავისებურებებზე და გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდელება სასწავლო პრაქტიკების დანერგვის შესახებ.შევეცადე ,კოლეგების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მეც გამომეყენებინა და ამიტომ დავგეგმე მეთერთმეტე კლასში ჩამეტარებინა კონფერენცია თემაზე :“თანამედროვე ბიოტექნოლოგიური მიღწევები და გამოწვევები“.კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეებს უმოკლეს დროში სასკოლო სივრცეში მოეძებნათ საჭირო ინფორმაცია და მოეხდინათ ამ ინფორმაციის ორგანიზება.ამისათვის დაგვჭირდა 2 დაწყვილებული გაკვეთილი.პირველ გაკვეთილზე ბავშვების ამოცანა იყო მოეძებნათ ინფორმაცია კონკრეტულ საკითხებზე.აქვე უნდა აღვნიშნო ის, რომ მოსწავლეები თავისუფალნი იყვნენ არჩევანში,მოიძიებდნენ ამ ინფორმაციას დამოუკიდებლად ,თუ დაწყვილდებოდნენ ერთმანეთთან.მიღებული შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავი იყო.ბავშვებმა წარმატებით შეძლეს ინფორმაციის მოპოვება ,მისი ადეკვატურად ორგანიზება,შეძლეს ელექტრონული პრეზენტაციების შექმნა,რომელიც შემდგომ მეორე გაკვეთილზე წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებსა და სხვა კლასის მოსწავლეებს.ვფიქრობ,კონფერენცია წარმატებული გამოდგა,თუმცა წავაწყდი ერთ მნიშვნელოვან დაბრკოლებას ,კერძოდ ინტერნეტის პრობლემას,რომელიც არ მოგვცემს იმის საშუალებას ,რომ ასეთი აქტივობები მეტი სიხშირით განვახორციელოთ..მართალია,მაშინ ამ აქტივობისათვის ყველა მოსწავლემ ინდივიდუალურად მოაწესრიგა ინტერნეტი საკუთარ გაჯეტებში,მაგრამ პრობლემა მაინც გვაქვს ამ მიმართულებით.ვისურვებდი ,რომ სამომავლოდ ინტერნეტის პრობლემა მოგვარდეს,რადგან ვფიქრობ ,რომ ასეთი აქტივობები მოსწავლეებს უფრო აქტიურებს და მოტივირებულებს ხდის,ხოლო სასწავლო პროცესი არამარტო საინტერესო,არამედ სახალისოც ხდება.

იხ.ლინკი: https://spark.adobe.com/page/gNvE1r081w3IG/?fbclid=IwAR0lM2unQX1UsEUzHAk3RuxmopRhIf7tbXWozkD5N7BaAOvX1ubTnAjQT-w

მოამზადა ნათია ჯიქურაშვილმა