სპმთპ-ს დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაცია ზემო მაჩხაანში ხანძრის შედეგად გადანგურებული სკოლის პედაგოგებს ეხმარება. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, მაყვალა მაძღარაშვილმა საბჭოს სხდომაზე გამოთქვა სურვილი, ორგანიზაციის ხარჯებით შეეძინთ საკანცელარიო ნივთები და სკოლის ბიბლიოთეკა. დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრები 602 ოჯახი სკოლის შენობის გარეშე დარჩა. გაჩენილი ხანძრის გამო ზემო მაჩხაანის სკოლა მთლიანად დაიწვა. ახალი ფართის გამოყოფამდე ბავშვები სხვა შენობებში გადაანაწილეს, თუმცა მოსწავლეების და მშობლების ნაწილი სწავლისთვის შეუსაბამო პირობებზე საუბრობს. სწავლის პროცესი არ შეწყვეტილა. ადგილობრივებს დიდი იმედი აქვთ რომ განათლების სამინისტრო შესაბამის რეაგირებას დროულად მოახდენს.