32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
2020 წლის 26 თებერვალს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშიროს სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის (EGP) მეექვსე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს აღმოსავლეთ პარტიორობის სამოქალაქო ორგანიზაციების დელეგაციის წევრებს შორის საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის მარი ალუღიშვილით იყო წარმოდგენილი.
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა შექმნილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის მიზანია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსში საზოგადოების ინტერესების წარმოდგენა, მიმდინარე პროცესების მონიტორინგი და რეკომენდაციების მომზადება ევროკომისიის მაღალი ოფიციალური პირებისა და ევროპული პროფკავშირების ჩართულობით.
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმას თანათავმჯდომარეობენ ისტვან კომოროვსკი (ევროკომისია) და კახა გოგოლაშვილი (ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი). ევროპული რეგულაციის მიხედვით, საქართველოს დელეგაცია 6 წევრით განისაზღვრება, რომელთა შორის ორი პროფკავშირული ორგანიზაციაა. 2020 წლის მე-6 შეხვედრის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტმა თამარ გაბისონიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, პლატფორმის დელეგაციის წევრებმა და ევროპულმა მხარემ ერთად იმსჯელეს ,,ასოცირების ხელშეკრულების” თემებსა და ქვეყნის ნაკისრ ვალდებულებების შესრულებაზე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიური და სოციალური მდგომარების განვითარების გასაღებად განათლება სახელდება.