32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
12107166 533999763430267 8770099203297471312 n  22 ოქტომბერს, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღო სპმთპ–ის ვიცე–პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ. სპმთპ–სათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი განათლების განვითარების ხელშეწყობა და მიესალმება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონის ინიცირებას. კანონპროექტის განხილვაზე დისკუსიაში  ნათია კორძაძემ ყურადღება გაამახვილა საბავშვო ბაგა–ბაღებში სამუშაოს დროის ხანგრძლივობასა და ჯგუფებში ბავშვთა ოდენობაზე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია ორსაფეხურიანი სწავლების სისტემა:
1. ადრეული განათლება და ზრუნვა დაბადებიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის;
2. სკოლამდელი განათლება 2 წლის ასაკიდან ბავშვის სკოლაში შესვლამდე.
დოკუმენტში განმტკიცებულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, დაწესებულებაში აკრძალულია ბავშვთა მიმართ ძალადობა, მათ შორის, ფიზიკური დასჯა, უგულებელყოფა, შეურაცხმყოფელი ან/და დამამცირებელი მოპყრობა. კანონპროექტის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს განათლების მომსახურებაში მშობელთა სრული ჩართულობის უზრუნველყოფა და საკონსულტაციო საბჭოების შექმნა წარმოადგენს. აღნიშნულ სფეროში მკაფიოდ იმიჯნება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებები და საქართველოს მთავრობის, ცალკეული სამინისტროებისა და მუნიციპალიტეტების კომპეტენციები. კანონპროექტით შემოთავაზებულ ერთ-ერთ სიახლეს ადრეული და სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სავალდებულო წესის შემოღება წარმოადგენს.
საკანონმდებლო დონეზე კანონპროექტით შემდეგი საკითხები რეგულირდება:
• ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ჯგუფების ჩამოყალიბების წესი;
• ჯგუფში ბავშვთა რაოდენობა;
• აღმზრდელ-პედაგოგების და აღმზრდელების თანაფარდობა.
კანონპროექტის პრეზენტაციის შემდეგ ღია დისკუსია გაიმართა. დაინტერესებულმა პირებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვა-პასუხის რეჟიმში დამატებითი ინფორმაცია მიიღეს.