32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში, რის შედაგადაც, მოსამართე ქეთევან კუჭავამ დააკმაყოფილა სსიპ ქალაქ თბილისის #167 სკოლიდან უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგის ნარგიზა კიკვიძის სასარჩელო მოთხოვნები. კერძოდ, უკანონოდ ცნო გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანება და დამსაქმებელს დააკისრა კომპენსაციის გადახდა.

ნარგიზა კიკვიძე სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 1 - ლი სექტემბერის დირექტორის ბრძანებით, საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

მოსარჩელე, 1977 წლიდან დასაქმებული იყო თბილისის #167-ე საჯარო სკოლაში, უვადო ხელშეკრულების საფუძველზე, დაწყებითი კლასის პედაგოგის თანამდებობაზე. 2017 სასწავლო წლისთვის დირექტორმა მიზანმიმართულად შეზღუდა სკოლაში მისაღებ პირველკლასელთა რაოდენობა და გასაზღვრა 75 მოსწავლით, (რეალურად მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო) რაც მხოლოდ სამი დაწყებითი კლასის შექმნის შესაძლებლობას იძლეოდა (მანამდე მინიმუმ 4 დაწყებითი კლასი იქმნებოდა) და შექმნა ხელოვნული საფუძველი, რათა გაეთავისუფლებინა მისთვის არასასურველი პედაგოგი - ქალბატონი ნარგიზა კიკვიძე.
გათავისუფლების საფრთხის წარმოშობის დღიდან, მოსარჩელე, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) დახმარებით შეეცადა დავის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, თუმცა უშედეგოდ.
ხანგრძლივი სასამართლო პროცესების შემდგომ, მიმდინარე წლის 18 თებერვალს, სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნები - კერძოდ, გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოცხადდა ბათილად და დამსაქმებელს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.
ამჟამად, სპმთპ აგრძელებს სხვა პედაგოგების ინტერესების დაცვა-წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და გვჯერა მათი წარმატებით დასრულების.