32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 23 თებერვალს, მცხეთის რესურსცენტრში, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებაში შემავალ საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორებისათვის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის ორგანიზებით, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მართვის სამართლებრივი საფუძვლები’’. ტრენინგის მსვლელობის პროცესში დეტალურად განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმართველობის როლი სკოლამდელი აღზრდის საკითხებში და ბავშვთა უფლებების დაცვა.