32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

  2020 წლის 29 იანვარს, batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ მასწავლებლებთან, სახელწოდებით: ,,ქიმიისა და ფიზიკის პედაგოგები: სამინისტრო დისკრიმინაციულად გვეპყრობა

   პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლიერებას გამოხატავს ჟურნალისტის მიმართ, ამ მეტად აქტუალური პრობლემით დაინტერესების თაობაზე და ალბათ, რაც უმთავრესია, მივესალმებით პედაგოგთა გააქტიურებას ამ საკითხთან დაკავშირებით. https://www.facebook.com/batumelebi/

ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო და არის პედაგოგთა აქტიური ჩართულობა, მათი უფლებების დაცვის საქმეში. მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ მასწავლებელი არ უნდა იყოს მაყურებლის როლში - ,,რა შედეგს გამოიღებს პროფკავშირის მუშაობა და ძალისხმევა“, მათი შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებით. პედაგოგთა გააქტიურებისა და ჩართულობის მიზნით, 2016 წელს, ჩავატარეთ საბუნებისმეტყველო საგნების კათედრების მასწავლებელთა კონფერენცია, სადაც სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად, დავაყენეთ საკითხი მცირეკონტიგენტიან სკოლებში ამ საგნების მასწავლებელთა სტატუსის დანამატების არასამართლიანად გაცემის თაობაზე. კონფერენციას 900-მდე პედაგოგი დაესწრო, ყველა რეგიონიდან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან.  პრეცენდენტული იყო თავად ის ფაქტი, რომ მასწავლებლებს მიეცათ შესაძლებლობა ღიად და თამამად, თავისუფალ გარემოში ესაუბრათ განათლების მინისტრთან თავიანთ პრობლემებსა და საჭიროებებზე.

საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებელთა ფართომასშტაბიანი კონფერენციის შემდეგ, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, 2016 წლის 15 ივლისს, არგუმენტირებული წერილით მიმართა განათლების მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჯეჯელავას, ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით. შედგა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა განათლების სამინისტროში. ჩვენი მოთხოვნები წარმოდგენილი იყო ხუთ პუნქტად, აქედან ოთხი მალევე გადაწყდა დადებითად.

იმ დროინდელმა განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, როგორც ყოველთვის, მხარი დაუჭირა პროფკავშირის მოთხოვნას და მიიღო გადაწყვეტილება: ,,თუ სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია, დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე, მასწავლებელს დანამატი უნდა მიეცეს სრულად“. განათლების სამინისტროში შემუშავდა პროექტი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ ბრძანებაში ცვლილებების შესახებ. მინისტრების ცვლილებების შედეგად გადაწყვეტილება დროში გაიწელა და ეს საკითხი შეჩერდა. ჩვენ არაერთგზის შევახსენეთ მინისტრებს და მოვითხოვეთ ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტში ცვლილების განხორციელება.

გთავაზობთ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ოფიციალურად წარდგენილ წერილს (2016 წლის 15 ივლისს) და 2017 წლის 6 ნოემბერს, განათლების სამინისტროდან ჩვენთან გამოგზავნილ პასუხს, სადაც უკვე წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტის ცვლილებების პროექტი, ასევე, განმარტებითი ბარათი.

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png");"

📌იმედი გვაქვს, პედაგოგთა ჩართულება ხელს შეუწყობს ამ პრობლემის საბოლოოდ მოგვარებას და მასწავლებლების მოთხოვნა არ დარჩება უგულებელყოფილი.

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png");">

📌ამონარიდი წერილიდან: ,,ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, (ვგულისხმობთ 2016 წლის სექტემბერს) მიზანშეწონილად მიგვაჩნია რამდენიმე საკითხის გადაწყვეტა, რომელთა მიმართ, პედაგოგიურ საზოგადოებაში არსებობს სამართლიანი კრიტიკული დამოკიდებულება და თავისი შინაარსით არ მოითხოვს ძირეულ ცვლილებებს ნორმატიულ აქტებში:
1. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის N126/ნ ბრძანების მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია, რომ უცხო ენის მასწავლებელს მიეცემა სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში შესაბამისი უცხო ენისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე. შესაბამისად, უცხო ენის პედაგოგებს სრულად ეძლევათ სტატუსის დანამატი. აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციულია სხვა საგნის პედაგოგთა მიმართ. მიგვაჩნია, რომ ერთი საგნის პედაგოგების პროვილეგირებული მდგომარეობა სხვა საგნების პედაგოგთა მიმართ არამარტო უარყოფითად მოქმედებს პედაგოგიურ საზოგადოებაზე, არამედ ქმნის ეჭვს სხვა საგნების აქტუალურობისა და თანაბარმნიშვნელოვნობასთან დაკავშირებით. ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ანაზღაურების პრინციპი ცნობილია მოსწავლეებისათვის, რაც თავისთავად უარყოფითად იმოქმედებს სწავლების ხარისხზე.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მეტი ბუნდოვანება შემოაქვს იმავე მე-10 მუხლის მე-5 პუნქტს, რაც იწვევს გაურკვევლობას - ეკუთვნით თუ არა მასწავლებლებს სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იმ შემთხვევაში, როდესაც სკოლაში შესაბამის საგნობრივ ჯგუფში შემავალი საგნის/საგნებისათვის გათვალისწინებული საგაკვეთილო საათების რაოდენობა ნაკლებია ამ დანამატის სრული ოდენობის მისაღებად საჭირო საგაკვეთილო საათების რაოდენობაზე.

სპმთპ გთხოვთ, ჩამოაყალიბოთ მე-10 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები იმგვარი რედაქციით, რომ შეღავათი თანაბრად გავრცელდეს ყველა პედაგოგზე და აღმოიფხვრას ყველა ორაზროვნება ამასთან დაკავშირებით“.

https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tac/1/16/1f4cc.png");">📌შეგახსენებთ, რომ ეს პრობლემა ეხება არამხოლოდ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს, არამედ საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის პედაგოგებსაც.

იხილეთ ინტერვიუ:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/250579/…