32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
წარმატებით დასრულდა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, რის შედეგადაც, მოსამართლე ნანა ჩალათაშვილმა დააკმაყოფილა უკანონოდ გათავისუფლებული მანანა ელოშვილის სასარჩელო მოთხოვნა, სამსახურში აღდგენის თაობაზე.
ქალბატონი მანანა ააიპ ყვარლის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების სპეციალისტის პოზიციიდან გათავისუფლდა 2018 წლის 10 დეკემბერს და საფუძვლად მითითებული იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები (მათ შორის გაცდენები), რასაც რეალურად ადგილი არ ჰქონია.
მანანა ელოშვილმა თავიდანვე მომართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო სამსახურიდან გათავისუფლებული და მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დირექტორის მხრიდან განიცდიდა სასტიკ დევნასა და შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ გაერთიანების მაშინდელმა დირექტორმა (რომელიც ამჟამად გათავისუფლებულია თანამდებობიდან), დაიწყო მანანა ელოშვილისთვის სახდელების მიზანმიმართულად და არარეალური საფუძვლებით შეფარდება, გადაიყვანა უჰაერო და ნესტიან ოთახში, სადაცარანაირისამუშაოპირობებიარიყო, მუდმივად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ა.შ. საბოლოოდ, საერთოდ შენობაში შემოსვლის უფლებას აღარ აძლევდა და უფიქსირებდა გაცდენებს, რაც საფუძვლად დაუდო გათავისუფლებას.
სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტი თავიდანვე უზრუნველყოფთა კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაციებით მანანა ელოშვილს, ხოლო მისი ოფიციალურად გათავისუფლებისთანავე მოამზადა სარჩელი სასამართლოში შესატანად. უჩა ბაკურაძე Eti Kutibashvili Sanata Changelia
სასამართლო პროცესი გაიმართა 2019 წლის 26 ივლისს, სადაც მოსარჩელის ინტერესებს წარმოადგენდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე. აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე, რის საფუძველზეც, გრიგოლ ბაკურაძემ / უჩა ბაკურაძე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე და ვინაიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, მოსამართლემ დააკმაყოფილა მანანა ელოშვილის სურვილი თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.
სპმთპ მადლობას უხდის მოსამართლე ნანა ჩალათაშვილს სამართლიანი გადაწყვეტილებისათვის!
ამჟამად, სპმთპ აგრძელებს სხვა პედაგოგების ინტერესების დაცვა-წარმომადგენლობას საქართველოს საერთო სასამართლოებში და გვჯერა მათი წარმატებით დასრულების.