32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 10 ივლისს,  თბილისის N 24-ე საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის ბოლო პედსაბჭოზე  სპმთპ-ის პრეზიდენტი ქალბატონი მაია კობახიძე მივიდა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა   პედაგოგებს წარმატებით დასრულებული წელი  მიულოცა და  მათ  ბედნიერი დასვენება უსურვა. პედსაბჭოზე,  მაია კობახიძესთნ ერთად  მასწავლებლებმა იმსჯელეს მათ  უფლებებსა და ღირსებაზე, სკოლის ავტორიტეტსა და იმ ეთიკურ გადაცდომებზე ,რაც დღეს სასკოლო ცხოვრებაში არც თუ იშვიათია. დემოკრატიული პრინციპები და მასწავლებლის პროფესიული ხედვა ,რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი პირობაა თანამედროვე მოთხოვნების დასაცავად . დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თამარ ბარისაშვილმა მადლობა გადაუხადა ქალბატონ მაია კობახიძეს მასწავლებელთა მხარდაჭერისათვის.