2019 წლის 28 ივნისს სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით ჩაატარდა ტრენინგი ქართული ენა, როგორც მეორე ენა. პედაგოგებისგან შემდგარ ჯგუფს, საქართველოს ა(ა)აიპ საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი, ქალბატონი ლალი ასლამაზაშვილი ხელმძღვანელობდა. სპმთპ-ის ბოლნისის რაიონული ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს, საგანმანათლებლო სივრცეში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.