32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 4 მაისს,ზუგდიდში საჯარო სკოლის მასწავლებლები, პედაგოგების ორდღიან სამუშაო შეხვედრაში ჩაერთნენ. პედაგოგებმა ორი დღის განმავლობაში ერთმანეთს, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების წარმატებული მეთოდები გაუზიარეს, აგრეთვე ჯგუფური სავარჯიშოები შეასრულეს. კონფერენციის მონაწილეებმა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ- კონსულტანტებისგან რეკომენდაციები  მიიღეს. კონფერენციაში მონაწილეობას 50-მდე საჯარო სკოლის მასწავლებელი იღებდა. 
პედაგოგების ორდღიან სამუშაო შეხვედრას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო. სახელმწიფო რწმუნებულმა აუდიტორიაში წამოჭრილ ერთ-ერთ საკითხს, ზუგდიდში მასწავლებლის სახლის არსებობის საჭიროებას მხარი დაუჭირა და დამსწრეებს პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.