32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 16 აპრილს, სპმთპ-ის მცხეთის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მასწავლებლებისთვის  ტრენინგი "სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია" ჩატარდა. პედაგოგებისთვის აღნიშნული ტრენინგი,   საჭირო, ინფორმაციული და ამავდროულად  სახალისო იყო.  სემინარის მონაწილეების განსაკუთრებული მოწონება,  სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ტრენერმა ანასტასია ამისულაშვილმა დაიმსახურა. მონაწილეები მოუთმენლად ელიან მასთან შეხვედრას და მომდევნო ტრენინგს.  სემინარი, გამგეობის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ,რისთვისაც მცხეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე  მადლობა გადაუხადა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას და საკრებულოს მხარდაჭერისთვის.