32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

2019 წლის 15 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ საინტერესო, დატვირთული და ინფორმაციული შეხვედრა  ჩაატარა ლანჩხუთის საჯარო სკოლის დირექტორებთან, ბუღალტრებთან და პედაგოგებთან.  
შეხვედრას  ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ქალბატონი ნინო ჩიტაძე ესწრებოდა, რომელსაც ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის ძირითადი მიზანი  განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები   და მოსალოდნელი  ცვლილებები იყო.  შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, პედაგოგების მხრიდან გამოიკვეთა პრობლემები. 
 სპმთპ-ის ლანჩხუთის  რაიონული ორგანიზაცია ითვალისწინებს  წევრების მოსაზრებებს, სურვილებს და  კანონის ფარგლებში იცავს მათ უფლებებს.