32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 9 მარტს, სპმთპ-ის წყნეთის ბაზაზე, სპმთპ-ის პრეზიდენტისა და სპმთპ-ის სტრუქტურული ერთეულების თავმჯდომარეების მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული შეხვედრები, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ინიციატივით განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმა რეგიონალური შეხვედრები წევრებთან, მთელი ქვეყნის მასშტაბით. სპმთპ-ის კამპანიის ,,ენდე მასწავლებელს" ფარგლებში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა შეხვვდრები ჩაატარა ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციების საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებთან და სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციების ლიდერებთან. განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების ლიდერებთან ერთად შემუშავებული გეგმისა და თემატიკის მიხედვით, წევრებთან შეხვედრები მიმდინარეობს დისკუსიის ფორმატში. წევრთა მოთხოვნების საფუძველზე, სპმთპ-ის კომპეტენტური თანამშრომლების სიღრმისეული ანალიზის შედეგად ყალიბდება და იხვეწება სპმთპ-ის ინიციატივები, რაც წარედგინება საქართველოს ხელისუფლებას.

 

9 მარტი, 2019 წელი.