32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მიმდინარე წლის 30 და 31 მარტს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის N 191-ე ბაგა-ბაღში დასაქმებულთათვის ტრენინგი “ზოგადი უნარების განვითარება ჩატარდა”.

ორღიანი სემინარი, მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კესო ოსიშვილის ინიციატივით ჩატარდა.

N 191-ე ბაგა-ბაღში გამართულ სემინარზე მთაწმინდა-კრწანისის  რაიონული ორგანიზაციის რამოდენიმე ბაღი მონაწილეობდა: N155-ე, N200, N209-ე, N152-ე, N191-ე, წავკისის, კოჯრის და ტაბახმელას ბაღები.

40 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს, სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის”, აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მკალავიშვილი ხელმძღვანელობდა.

“ზოგადი უნარების განვითარება” -თავად, ტრენინგის მოდულის თემატიკა მოიცავს მსმენელთა, როგორც ვერბალურ ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას. აღნიშნული თემატიკის ტრენინგები ეხმარება დასაქმებულებს, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტესტირებებზე წარმატების მიღწევაში და შესაბამისად კარიერულ წინსვლაში.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.