32 2 37 30 67
 contact@educator.ge

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.
მიმდინარე წლის 24 მარტს, N67-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი-”სამოდელო გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება”.
სემინარი, სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” ტრენერმა ამირან ჯამაგიძემ ჩაატარა. ტრენინს მთაწმინდა-კრწანისის (N212, N 213, N75, N28, N67) სხვადასხვა სკოლიდან 20 მონაწილე ესწრებოდა.
თავად ტრენინგის მოდულის თემატიკა, სამოდელო გაკვეთილის სპეციფიკას, ტიპებს ეხებოდა.
ამირან ჯამაგიძემ, სამოდელო გაკვეთილის 4 ტიპი ცალ-ცალკე განიხილა, ამასთან ერთად მათი დადებითი მხარეების და გამოყენების არეალის შესახებ ისაუბრა.
ტრენინგი ინტერაქტიული თანამშრომლობის რეჟიმში მიმდინარეობდა.
დასასრულს, პედაგოგების დასმულ შეკითხვებს ტრენერმა უპასუხა.