საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივით, მიმდინარე წლის 12 და 13 მარტს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის ჩატარდა ტრენინგი - ”სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.
ტრენინგი წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის წევრებისთვის პირველად ჩატარდა.
მონაწილეებთან ორდღიან სემინარზე საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი მუშაობდა.
ტრენინგში მონაწილეობა, 92-მა ადამიანმა მიიღო. ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის საკითხი -”სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია” აქტუალური და მოთხოვნადი მიმართულებაა.
თავად სემინარზე ანასტასია ამისულაშვილმა მონაწილეებს პრაქტიკული აქტივობები შესთვაზა, რაც მონაწილეებისთვის სახალისო, საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა, რათა შემდგომში თავიანთ სამუშაო ადგილებზე შეძლონ მიღებული ცოდნის გამოყენება.
“მადლობა სპმთპ-ს, რომ დროულად შეასრულეს თავიანთი დანაპირები”.
“ დიდი მადლობა საინტერესო და კარგად ორგანიზებული ტრენინგისთვის. აღნიშნული სემინარი, საშუალებას მოგვცემს მიღებული ცოდნა გამოვიყენოთ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან”.
“ 5 საათიან სემინარზე დრომ ისე სწრაფად გაირბინა, რომ ვერც კი შევამჩნიეთ.”
ასე აფასებენ მონაწილეები წალენჯიხაში ჩატარებულ ორდღიან სემინარს.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს წალენჯიხის რაიონული ორგანიზაცის წევრებისთვის ტრენინგების ორგანიზებას.