მიმდინარე წლის 2 და 3 მარტს, მთაწმინდა- კრწანისის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის, ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე-“ზოგადი უნარების განვითარება”.
67-ე საჯარო სკოლაში გამართულ სემინარზე მთაწმინდა-კრწანის რაიონული ორგანიზაციის რამოდენიმე ბაღი მონაწილეობდა: N144-ე, N145-ე, N170-ე, N206-ე, N58-ე, N4-ე, წავკისისა და ტაბახმელას ბაღები.
45 მონაწილისგან შემდგარ ჯგუფს, სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის”, აღმასრულებელმა დირექტორი მარიამ მკალავიშვილი ხელმძღვანელობდა.
“ზოგადი უნარების განვითარება” -თავად, ტრენინგის მოდულის თემატიკა მოიცავს მსმენელთა, როგორც ვერბალურ ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას.
აღნიშნული თემატიკის ტრენინგები ეხმარება დასაქმებულებს, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტესტირებებზე წარმატების მიღწევაში და შესაბამისად კარიერულ წინსვლაში.
ტრადიციულად, ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს, საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.