32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
8 marti8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღედ გაერთიანებულმა ერებმა 1975 წელს აღიარა.

თუმცა ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა XX საუკუნის დასაწყისიდან მოდის. სწრაფი მსოფლიო ინდუსტრიალიზაციისა და ეკონომიკური ექსპანსიის პერიოდში მუშათა აუტანელი სამუშაო პირობების გამო ხშირი იყო მასობრივი პროტესტები. 
ერთ-ერთი პირველი ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა 1857 წლის 8 მარტს გაიმართა. მათი პროტესტი გამოიწვია ძალზე დაბალმა ხელფასმა და გაუსაძლისმა სამუშაო პირობებმა. ქუჩაში გამოსული, გაფიცული ქალები პოლიციამ დაარბია. 
1859 წლის მარტში იმავე ქალებმა დააარსეს პირველი #პროფკავშირი
ამ დღეს მომხდარ ისტორიულ მოვლენათა შორის ერთ-ერთი უმთავრესია 1911 წელს ნიო-იორკის საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი „ტრაიენგლ შირტუეისტ“ (Triangle Shirtwaist) საფეიქრო ფაბრიკაში მომხდარი ხანძარი (ნიუ-იორკი, 1911), რომელმაც 140-ზე მეტი ქალი იმსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ მოძრაობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გახადა ცნობილი.