32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
taso23 თებერვალს მთაწმინდა-კრწანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კესო ოსიშვილის ინიციატივით N67-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე- “სკოლის ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.

ტრენინგს მთაწმინდა-კრწანისის სხვადასხვა სკოლებიდან (N75, N213 , N28 , N214, N212, N104) 30 პედაგოგი ესწრებოდა.

პედაგოგების ჯგუფს საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი ხელმძღვანებლობდა.

აღნიშნული საკითხი განსკუთრებით მნიშვნელოვანია სპეც- პედაგოგებისთვის, რადგან ისინი მუდმივად საჭიროებენ სიახლეებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისას.

სემინარზე ტრენერმა საჯარო სკოლის პედაგოგებს თეორიულ მასალებთან ერთად პრაქტიკული სავარჯიშოებიც შესთავაზა. მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულები ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში და სემინარი კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.

ანასტასია ამისულაშვილმა ტრენინგზე მონაწილეებთან ერთად აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, კონკრეტული მაგალითები განიხილა რის შედეგადაც პედაგოგებს შეეძლებათ დახმარება გაუწიონ როგორც ბავშვებს, ასევე მშობლებს და ის ინფორმაციული ვაკუუმი შეავსონ რაც დღეს საზოგადოებაში ტრიალებს.

სპმთპ-ის მთაწმინდა -კრწანისის რაიონული ორგანიზაცია კვლავ აგრძელებს წევრებისთვის ტრენინგების ჩატარებას ბაგა- ბაღებსა და საჯარო სკოლებში.