32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
marinaვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაცია აგრძელებს ბაგა-ბაღებში დასაქმებულებისათვის ტრენინგების ორგანიზებას.

მიმდინარე წლის 23 და 24 თებერვალს წყნეთის 118-ე ბაგა-ბაღში ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე-”ზოგადი უნარების განვითარება”.

სემინარის დაწყებამდე სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ მკალავიშვილმა პროფკავშირული საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

“ზოგადი უნარების განვითარება” -თავად მოდულის თემატიკა მოიცავს მსმენელთა, როგორც ვერბალურ ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას.

აღნიშნული თემატიკის ტრენინგები ეხმარება დასაქმებულებს, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტესტირებებზე წარმატების მიღწევაში და შესაბამისად კარიერულ წინსვლაში.

ტრენინგის დასასრულს ტრადიციულად ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.