ლადოსაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი კიდევ ერთხელ ულოცავს ვლადიმერ აფხაზავას ,,მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში მოხვედრას და მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ვლადიმერ აფხაზავასთვის მენტორის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე.

მიმდინარე წლის 13 თებერვალს (01/01/08), პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა სარეკომენდაციო წერილით მიმართა განათლების მინისტრს, რომლის თანახმად, ვლადიმერ აფხაზავასთვის უმაღლესი სტატუსის მინიჭების პარალელურად ვითხოვდით, მინისტრმა გამოიყენოს კანონით აღიარებული უფლებამოსილება, განიხილოს ,,ეროვნული ჯილდო-2018“-ის გამარჯვებული მასწავლებლისათვის, მანანა კაპეტივაძისათვის უმაღლესი სტატუსის მინიჭების საკითხი, ასევე, ,,ეროვნული ჯილდო-2017“-ის და ,,ეროვნული ჯილდო-2018“-ის ორივე საუკეთესო ათეულის მონაწილეებისათვის სქემით განსაზღვრული მაღალი სტატუსის მინიჭება.

იმედს გამოვთქვამთ, ბატონი მიხეილ ბატიაშვილი ბოლომდე გაიზიარებს ჩვენს წინადადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიამ განიხილოს მანანა კაპეტივაძისათვის უმაღლესი სტატუსის და ორივე წლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის მასწავლებლებისათვის სქემით განსაზღვრული მაღალი სტატუსის მინიჭების საკითხი.

შეგახსენებთ, რომ ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ მოთხოვნების თანახმად, ,,განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილ მასწავლებელს ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება მიენიჭოს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი“. ამისათვის, ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის კომისიას, რომელიც შეიმუშავებს და ამტკიცებს განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილების და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისათვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისათვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესსა და პირობებს“.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლება ყველასათვის - საქართველო Manana Kapetivadze Jaba Labadze Tea Nonikashvili Dachi Nanobashvili Lado Apkhazava თინიკო ზარდიაშვილი ელისო აბრამიშვილი

#განათლება2020

#ლადოაფხაზავა

იხილეთ, მიმდინარე წლის 14 თებერვალს გამოქვეყნებული სტატია ,,მასწავლებლებისათვის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული შემთხვევა”