32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

52887313 770337176667890 5534638270878580736 nმიმდინარე წლის 2 და 3 თებერვალს, ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე- ზოგადი უნარების განვითარება.

ტრენინგის დაწყებამდე მონაწილეებს სპმთპ-ის ვაკე-საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ მარინა შუბითიძემ და ქეთევან ვადაჭკორიამ ინფორმაცია პროფკავშირული საქმიანობის და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდეს.

სპმთპ-ის ა(ა)იპ “საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის” აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ მკალავიშვილმა ჩაატარა ტრენინგი “ზოგადი უნარების განვითარების თემაზე”.

ტრენინგის მოდულის თემატიკა მოიცავს მსმენელთა როგორც ვერბალურ, ასევე მათემატიკური უნარების განვითარებას.

აღნიშნული თემატიკის ტრენინგები ეხმარება დასაქმებულებს, ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოს მიერ ჩატარებულ ტესტირებებზე წარმატების მიღწევაში და შესაბამისად კარიერულ წინსვლაში.

ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.