inkluzia საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სპმთპ-ის ა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო   დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო ცენტრთან ერთად აგრძელებს წევრთა   გადამზადებას და მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვას.

 მიმდინარე წლის, 3 თებერვალს ქარელის რაიონის ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”.

 სემინარს, ქარელის რაიონის 5 სოფლიდან (აგარა, ბრეთი, ხედურეთი, წვერი, ქარელი) 20 მონაწილე ესწრებოდა.

 ტრენინგს “სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზიას”- საგანმანათლებლო ცენტრის ტრენერი ანასტასია ამისულაშვილი     ხელმძღვანელობდა.

 სემინარის მონაწილეები ტრენერთან ერთად პრაქტიკულ და თეორიულ სავარჯიშოებს ქმნიან. ვიდეო-რგოლის მეშვეობით მათთვის უფრო გასაგები და მარტივი ხდება იმ ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებსაც ინკლუზიური განათლება ესაჭიროებათ.

აღნიშნული სემინარი მნიშვნელოვანია სპეც-პედაგოგებისთვის, ისინი მიღებულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას თავიანთ სამუშაო ადგილებზე გამოიყენებენ.

ტრენინგის დასასრულს ყველა მონაწილეს სერტიფიკატები გადაეცათ.

5 თებერვალი, 2019 წელი.