32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ანონიმური2019 წლის 29 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ დამტკიცდა N:06/ნ ბრძანება ,,ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ”, რომელიც ამოქმედდა 30 იანვარს. ბრძანებაში განსაზღვრულია სკოლებში ანონიმური ყუთების განთავსების ვალდებულება და რეგულირების წესი.

ზემოაღნიშნული ბრძანების მოთხოვნების შესაბამისად, საჯარო სკოლის დირექტორებს დაევალათ ანონიმური ყუთების შეძენა და განთავსება სკოლის ყველა სართულზე.

მოგვიანებით, მიმდინარე წლის 4 თებერვალს, სსიპ მანდატურის სამსახურის უფროსმა, ბატონმა გელა გელაძემ ანინუმური ყუთების გაექმებასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება გააკეთა ,,სკოლებში ანონიმური ყუთი არ განთავსდება”

https://www.interpressnews.ge/ka/article/531262-skolebshi-anonimuri-qutebi-ar-gantavsdeba/?fbclid=IwAR2WOOPqp3JA-GlXk40ESMgO32L4Lkjw-mQ6yihgu94erBIgHUHfuxoPta8

სპმთპ-მა აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე საჯარო მიმართვა გაავრცელა:

,,მანდატურის სამსახურის უფროსი განათლების მინისტრის ბრძანებას აუქმებს?????

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ველოდებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 06/ ბრძანების მე-2 თავის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის, მე-6 მუხლისმე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტის გაუქმებას,

 

დაანონსებული რეფორმების ძირითად თეზისებში, ,,ანონიმური ყუთების გაუქმება" არის ის საკითხი, რომელსაც პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ვეთანხმებით!”
განმარტება - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის N 06/ ბრძანებაში ამ ეტაპზე ცვლილებები არ განხორციელებულა. გასაუქმებელია ნორმები, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:

 

მე-2 თავის მე-4 მუხლის 2 პუნქტი:

,,2. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის დაწყებიდან არაუგვიანეს 10 დღისა მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების/უწყებების ნომრების, ფუნქციებისა და მნიშვნელობის შესახებ, ასევე ანონიმური ყუთისა და მისი დანიშნულების შესახებ.”

მე-6 მუხლისმე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ) ქვეპუნქტი

მუხლი  #6 - ანონიმური ყუთი

  1. სკოლის დირექცია ვალდებულია, ყველა სართულზე უზრუნველყოს ანონიმური ყუთის განთავსება.
  2. მოსწავლე, კანონიერი წარმომადგენელი და სკოლაში დასაქმებული პირები უფლებამოსილნი არიან სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებზე თავიანთი მოსაზრება წარადგინონ ანონიმური ყუთის საშუალებით.
  3. სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია ყოველდღიურად, უზრუნველყოს ანონიმური ყუთის შემოწმება, შესაბამისი წერილების ამოღება და წერილებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხების იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ მანდატურს/უფლებამოსილ პირს და გადასცეს შესაბამისი წერილი.
  4. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან წერილების გაცნობის შემდგომ, წერილში იდენტიფიცირებული პრობლემის შესახებ უზრუნველყონ მრჩეველთა საბჭოს ინფორმირება.
  5. სკოლის დირექცია/მრჩეველთა საბჭო ვალდებული არიან, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ პრობლემის გადაჭრის გზების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.
  6. მანდატური/უფლებამოსილი პირი ვალდებული არიან ანონიმური წერილები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ელექტრონული (დასკანერებული) ფორმით შეინახონ მანდატურის სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ვადით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ელექტრონული ფორმით შენახულ დოკუმენტს აქვს მისი დედანის თანაბარი იურიდიული ძალა.

მუხლი  #11 - მრჩეველთა საბჭო

ბ) განიხილავს მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მიერ ანონიმურ ყუთში მოთავსებულ წერილებს, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, შეიმუშავებს ანონიმურ წერილებში იდენტიფიცირებული პრობლემების გადაჭრის გზებსა და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს სკოლის დირექტორს;