ძვირფასო პედაგოგებო!

განათლების, მეmaiiiiiiiiiiiiikobaნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ დაანონსებულია განათლების სისტემის რეფორმა, რამაც პედაგოგებში მრავალი კითხვა გააჩინა. 2018-2019 სასწავლო წლის დასაწყისში, მინისტრის პირველივე განცხადების შემდეგ, მასწავლებლებს გავაცანით ჩვენი მოსაზრება 2018 წლის 18 სექტემბერს ,,ახალი სასწავლო წელი, ახალ-ახალი იდეებითა და ბინდითმოსილი მომავლით".

სამწუხაროდ, ბინდითმოსილი მომავალი რეფორმის ფრაგმენტების გაცნობა გრძელდება და ბუნებრივია, არ გვაქვს შესაძლებლობა დეტალურად ვიმსჯელოთ მის შესახებ. საგანგაშოდ მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ რეფორმა მუშავდება იმ ე.წ. ექსპერტთა ჯგუფის მიერ, რომლებით 2006 წლიდან იდგნენ რეფორმის სათავეებთან და მხარს უჭერდნენ ყველა მინისტრს. რა შედეგები მოგვიტანა ათეულ წელზე მეტხანს მიმდინარე რეფორმებმა საზოგადოებისათვის ცნობილია. წინა რეფორმების კეთილშობილური მიზნების პარალელურად ქვეტექსტებში ჩადებული იყო ისეთი ნაღმები, რომლის საშუალებითაც უნდა შეცვლილიყო პედაგოგთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობა.

ჩვენთვის მთავარია, მომავალ რეფორმაში ძირეულად იქნას შესწავლილი თითოეული პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობა და კომპეტენცია. სამართლიანი და ობიექტური კრიტერიუმების დაცვით, მასწავლებელთა პრაქტიკული შედეგების მიხედვით განისაზღვროს თითოეული მასწავლებლის კარიერული წინსვლა. თუ ეს პრინციპი დაირღვა, პროფკავშირი ყველა საშუალებით და თქვენი მხარდაჭერით იბრძოლებს, რათა არ დაუშვას პროცესების ამგვარი განვითარება.

პატივისცემით,

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი 

მაია კობახიძე 

22 იანვარი 2019 წელი