32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
ცენტრისაქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ა(ა)იპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ ახორციელებს „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ საგრანტო პროექტს -„საჯარო სკოლების მათემატიკის მასწავლებელთა თანამშრომლობითი კულტურის გაძლიერება და პროფესიული განვითარება“. პროექტის დაფარვის არეალია საქართველოს ყველა რეგიონი. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მასწავლებელთა სამი სამუშაო შეხვედრის ჩატარება. სამუშაო შეხვედრების ჯგუფი დაკომპლექტდება 15 ბენეფიციარი მასწავლებლის შემადგენლობით.პროექტში მონაწილეობისათვის დარეგისტრირდა მარტვილის საჯარო სკოლების VII- XII კლასის მათემატიკის 59 მასწავლებელი. პირველი სამუშაო შეხვედრა, ორი ჯგუფისთვის მიმდინარე წლის 20 იანვარს ჩატარდა. სამუშაო ჯგუფის მუშაობას გოჩა ძაგანია უძღვებოდა. საგანმანათლებლო ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფ. განვითარების ცენტრი