UN international day of education2019 წლიდან გაერთიანებული ერების მიერ მიღებული რეზოლუციის (73/25) მიხედვით 24 იანვარი ,,განათლების საერთაშორისო დღედ” გამოცხადდა.


,,განათლების საერთაშორისო დღის” ყოველწლიურად დაწესების მიზანია განათლების როლის გამოკვეთა მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფისა და ქვეყნებში დემოკრატიული პროცესების განვითარების პროცესებში.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, როგორც მსოფლიო საგანმანათლებლო სფეროს გაერთიანების განათლების ინტერნაციონალის (Education International) ევროპული რეგიონის (ETUCE) წევრი ორგანიზაცია მიესალმება გაეროს (UN) რეზოლუციას 24 იანვრის ,,განათლების საერთაშორისო დღედ” გამოცხადებას და საქართველოში ფართოდ გაუწევს ამ დღის აღნიშვნის დამკვიდრებას.

მიმდინარე წლის 25 იანვარს, ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) ევროპული დირექტორი სუზან ფლოკენი ევროკომისიის განათლების ფორმუმზე - ,,სასწავლო გარემოს მომავალი” სიტყვით მიმართავს, სადაც ისაუბრებს დიჯიტალიზაციისა და განათლების თემებზე, ის რაც დიდ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებების მომავალზე.

ETUCE-ის წევრმა ორგანიზაციებმა 2018 წლის სპეციალურ კონფერენციაზე ქ. ათენში დავიწყეთ კამპანია ,,ევროპის მომავლის ფორმირება მასწავლებლების ჩართულობით”, რომლის ამოცანაა განათლების როლის ადვოკატირება, განსაკუთრებულად მასწავლებლების ჩართულობა მშვიდობიანი სწავლა სწავლების გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად.

ETUCE-ის წევრი ორგანიზაციები აღნიშნული კამპანიების ფარგლებში ეროვნულ დონეებზე მუშაობენ წინადადებებსა და რეკომენდაციებზე, რომელიც უზრუნველყოფს განათლების საკითხების, მასწავლებელთა როლის აქტუალიზაციას, მასწავლებლის პროფესიის მიმზიდველობის, მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და დემოკრატიული სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისათვის მასწავლებლების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას, მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ურუნველყოფას სწრაფად მზარდი მსოფლიო ტენდენციების ადექვატურად.

https://www.csee-etuce.org/en/news/archive/2908-etuce-celebrates-the-first-ever-international-day-of-education?fbclid=IwAR2ek47mrbXzFQyGuWfEeRO2bbpBqzgw3L1Ea4GEd4Q4Et32l-e2Ghkvu08