32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
sasamartlo2018 წლის 2 ნოემბერს გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სრულად დაკმაყოფილდა თბილისის #209 საბავშვო ბაგა-ბაღიდან უკანონოდ გათავისუფლებული ირინე ლომაიას სარჩელი. უჩა ბაკურაძე

ქალბატონი ირინე გათავისუფლდა სამეურნეო ნაწილის კოორდინატორის თანამდებობიდან 2017 წლის 21 მარტს. მან დაუყოვნებლივ მომართა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ). იურიდიულმა დეპარტამენტმა შეისწავლა საქმე და მოამზადა სარჩელი, რომელიც შეტანილი იქნა სასამართლოში.

გაიმართა რამოდენიმე სასამართლო პროცესი, სადაც ირინა ლომაიას ინტერესებს იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბაკურაძე. 2 ნოემბერს, მოსამართლე თეა ბერაიამ გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელე უნდა აღდგეს თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური. სპმთპ მადლობას უხდის ქალბატონ თეას, სამართლიანი გადაწყვეტილებისთვის!

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა დაკითხვის შედაგად დადგინდა, რომ ირინე ლომაიას გათავისუფლების საფუძველი რეალურად არ არსებობდა და დირექტორმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება.

ჩვენი ინფორმაციით, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება გადაწყვეტილებას და უკვე გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სპმთპ ბოლომდე დაიცავს ორგანიზაციის წევრის უფლებებს და აპირებს გააგრძელოს დავა ბოლო ინსტანციის ჩათვლით.