საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

inkluziaმიმდინარე წლის 11 ნოემბერს, სპმთპ-ის ნაძალადევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის სვეტლანა სურგულაძის ინიციატივით ბაგა-ბაღებში დასაქმებულთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე : “ სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინკლუზია”. სემინარს, რომელსაც 50 მონაწილე ესწრებოდა სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული ცენტრის ტრენერი, ანასტასია ამისულაშვილი უძღვებოდა.

ტრენინგი, რომელსაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი სისტემატურად ატარებს სპმთპ-ს წევრებისთვის, ეხმარება პედაგოგებს ინკლუზიური განათლების პრინციპების განსაზღვრაში, თუ როგორ აღზარდონ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები კეთილგანწყობილ გარემოში. ასევე, ეხმარება მათ, ირწმუნონ ბავშვის შესაძლებლობები, უფრო ფაქიზად მიუდგნენ მათ, გულისყურით მოეკიდონ და ჩასწვდნენ მათ უნიკალობას, სურვილებსა და საჭიროებებს. ტრენერმა მონაწილეებს, პრაქტიკული უნარების განსავითარებლად, თეორიულ მასალასთან ერთად, ვიდეო-მასალაც მიაწოდა.

სემინარის დასასრულს, ყველა მონაწილეს სერთიფიკატები გადაეცა.

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს ტრენინგებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა, კარიერული ზრდისა და მათთვის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების შეძენის მიზნით.