32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

თამარ სანიკიძეს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრს

საქართველო

დიმიტრი უზნაძის 52 თბილისი

ასლი: სპმთპ

6 თებერვალი 2014 ბრიუსელი

Ref: MR/AKR/9578

საქართველოს განათლების სისტემაში სოციალურ პარტნიორებს შორის მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში

პატივცემულო მინისტრო,
ჩვენი წინა კორესპონდენციების მსგავსად მინდა კვლავ აღნიშნო,  ETUCE მიესალმა,  2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლებასა და  საქართველოში ETUCE-ის წევრ ორგანიზაციას - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს (სპმთპ) შორის ახალი და გაუმჯობესებული ურთიერთობების დაწყებას. ამავდროულად, ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ ამ პირველი პოზიტიური მიდგომების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აღნიშნულის გათვალისწინებით სპმთპ-თან ღია და სრულფასოვან თანამშრომლობას განავითარებდა. ეჭვგარეშეა,  რომ სოციალურ პარტნიორებს, განათლების სფეროს წარმომადგენლებსა და მასწავლებლებს შორის მიმდინარე სრულფასოვან დიალოგს თავის მხრივ პოზიტიური შედეგები მოაქვს და შესაბამისად, მთლიანად განათლების სისტემას უმოკლეს პერიოდში წაადგება.  
ჩემთვის განსაკუთრებით სამწუხაროა, იმის შეტყობინება რომ სოციალურ პარტნიორებს შორის სასურველი მიდგომები სხვა მიმართულებით განვითარდა. სპმთპ-ისა და განათლების სამინისტროს ურთიერთობა გახდა სტაგნაციური და ამის პარალელურად განათლების სამინისტრო ახლად შექმნილ ე.წ. პროფკავშირს სხვადასხვა ფორმით ახალისებს.
როგორც ჩვენი შეხვედრის დროს აღვნიშნეთ,  ETUCE  არ ცნობს ყვითელ პროფკავშირულ სტრუქტურებს. ამ შემთხვევაში საუბარია,  ისეთ ორგანიზაციაზე (,,ზოგადი განათლების პროფესიული კავშირი”), რომელის რეგისტრაციის დროსაც კი, დარღვეულია საქართველოს კანონის მოთხოვნები და ასევე უარყოფილია პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები. ამ პრობლემის ირგვლივ თქვენთან შეხვედრის დროს მივიღე დაპირება საკითხს უფრო ღრმად შეისწავლიდით და თქვენს გადაწყვეტილებას გვაცნობებდით.  ჩემთვის ცნობილია, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა და უფრო მეტიც იკვეთება რომ განათლების სამინისტროს რაიონული სტრუქტურები - განათლების რესურ ცენტრები  აგრძელებენ მხარდაჭერასა და აღიარებას ე.წ. პროფკავშირის. ვგულისხმობთ, რიგ რაიონებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომელთა შესარჩევ კომისიებში,  საგანმანათლებლო რესურცენტრების უფროსების გადაწყვეტილებით სპმთპ-ის არჩეული ლიდერების ნაცვლად  ე.წ. პროფკავშირის  წარმომადგენლების შეყვანას ( მათ შორის არიან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ს.ს.ი.პ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები). აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით წერილობით სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ გაცნობათ.
ასევე, არის მცდელობები ერთ სიბრტყეში იყოს განხილული სპმთპ და სხვა ახლად შექმნილი  ე.წ. პროფკავშირები. მინდა შეგახსენოთ სპმთპ-ის უფლებები და აღიაროთ სპმთპ სოციალურ პარტნიორად, 2007 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებით.  ETUCE მიიჩნევს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში ნორმატიული დოკუმენტის - დარგობრივი ხელშეკრულების მიღების, შემუშავებისა და დამტკიცების გარეშე სრულყოფილად ვერ ჩამოყალიბდება ურთიერთთანამშრომლობა სპმთპ-ისა და განათლების სამინისტროს შორის.
გამოვთქვამ მზადყოფნას,  გაგაცნოთ ევროკავშირის ქვეყნებში ამ მიმართულებით არსებული პრაქტიკა და მივიღოთ მონაწილეობა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დოკუმენტის შედგენაში.
ველი თქვენს გამოხაურებას

პატივისცემით,
მარტინ რომერი
ევროპული დირექტორი

ETUCE ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტი განათლების ინტერნაციონალის ევროპულ რეგიონს წარმოადენს და აერთიანებს  45 ქვეყნის 11 მილოონ განათლების სექტორის დაასაქმებულებს 132 ორგანიზაციითევროპაში. ETUCE ევროკაშირის დონეზე განათლების სფეროში სოციალური პარტნიორი და ETUC ევროპის პროფკავშირების ფედერაციის წევრი ორგანიზაციაა.  

 მიმაგრებული ფაილი

pdf9578_Georgia_EducMinistry_Feb14.pdf