32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

ძლიერი პროფკავშირი განათლების სისტემის მდგრადი განვითარებისათვის

დაცული უფლებები და ღირსეული შრომითი პირობები-ხარისხიანი განათლების საწინდარია

ძლიერ პროფკავშირს ქმნიან პიროვნულად თავისუფალი დასაქმებულები

ერთად ავამაღლოთ პროფკავშირის როლი დემოკრატიული  სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში

 ძვირფასო პედაგოგებო,

5 ოქტომბერს მთელი მსოფლიო აღნიშნავს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაცია, მადლიერების გამოხატვა ამ ერთ–ერთი ყველაზე საპატიო პროფესიის დასაქმებულთა მიმართ. ტრადიციულად, დღესასწაულს წინ უძღვის მსოფლიო ქვეყნების ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში პედაგოგთა წინაშე არსებული გამოწვევების შესწავლა, ანალიზი და გადაჭრის მექანიზმების შემუშავება.

ჩვენს ქვეყანაში, პედაგოგთა ზემოხსენებული პრობლემების გადაჭრის მიზნით დასახული ღონისძიებები იმდენად უმნიშვნელოა, რომ მასზე ყურადღების გამახვილება ალბათ არ ღირს. უკანასკნელ ათწლეულებში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით პედაგოგები დაპირებების ილუზიებში აგრძელებენ საქმიანობას. ილუზია ილუზიად რჩება, მდგომარეობა კი რადიკალურად არ იცვლება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიტიკურ პარტიებს, ძირფესვიანად გაათვითცნობიერონ მასწავლებლის წინაშე არსებული პრობლემები და შეიმუშაონ ერთობლივი კონცეფცია, მდგომარეობის რადიკალურად შეცვლის მიზნით.

დროა ყველამ გაითავისოს, რომ მასწავლებელი არის მომავალი თაობის აღზრდის ძირითადი ღერძი.

პედაგოგთა კორპუსის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად არსებული ურთულესი მდგომარეობისა, თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმალურ ზღვარზე ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.

ძვირფასო პედაგოგებო, თქვენი შეფასების ძირითადი ინდიკატორი, თქვენი შედეგები და ყოფილი მოსწავლეების მიერ გამოხატული მადლიერებაა.

ვიცი რაოდენ ბედნიერია პედაგოგი, როდესაც ნამოწაფარისგან ისმენს მადლობას. ეს არის მოტივაცია და გარანტია იმისა რომ, თქვენთვის ჩვეული შემართებით, ყოველგვარი სიძნელეების მიუხედავად გააგრძელებთ საპატიო მოვალოების შესრულებას – მომავალი თაობის აღზრდას.

სპმთპ უერთდება, მასწავლებლის მიმართ მადლიერი, ფართო აუდიტორიის განწყობას და გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.

2018-2019 აკადემიურ წელს გლობალური კამპანია განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების გზავნილით ,,გამოცდილი მასწავლებლის უფლებების დაცვა, ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად”. სპმთპ, თავისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად, გამოთქვამს მზადყოფნას, წევრთა უფლებების დაცვის პარალელურად იზრუნოს წევრთა პროფესიული განვითარებისათვის.

პატივისცემით, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი

მაია კობახიძე