საქართველოს  პედაგოგთა და მეცნიერთა  თავისუფალი პროფკავშირი

logo200
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ)

 IX საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა

                             სპმთპ-ის პრეზიდენტის მიმართვა დელეგატებს!

ძვირფასო კოლეგებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ–ის) IX საანგარიშო–საარჩევნო ყრილობა. ყრილობას წინ უძღვოდა სპმთპ–ის რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების საანგარიშო–საარჩევნო კონფერენციები, რომელთა აბსოლიტურ უმრავლესობას დავესწარი და ვიცი თქვენი განწყობა ორგანიზაციის საქმიანობისა და თქვენს წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ. დაგეგმილი გვაქვს, რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების კონფერენციებზე გამოთქმული კრიტიკული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე გავაანალიზოთ განვლილ ოთხ წელიწადში განხორციელებული ჩვენი საქმიანობა და IX საანგარიშო–საარჩევნო ყრილობას შევთავაზოთ სამოქმედო პროგრამა. 

მიზანშეწონილად მივიჩნიე, კიდევ ერთხელ მომემართა თხოვნით, გამოგვიგზავნოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები, ორგანიზაციის შემდგომი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

ველით თქვენს გამოხმაურებას.

(იხილეთ ყრილობის მოწვევის შესახებ  ბრძანება  ბრძანება_237__ყრილობის_თარიღი_გამოცხადების_შესახებ.pdf)  და დღის წესრიგის პროექტი (IX_ყრილობის_დღის_წესრიგის_პროექტი_.PDF)

პატივისცემით,

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა

თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი (სპმთპ)

მაია კობახიძე

edu
ორშ სამშ ოთხშ ხუთშ პარ შაბ კვ
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30