32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

 2019 წლის 20 ივნისს, სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის დაფინანსებით საჩხერის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე დარეგისტრირებული პედაგოგებისათვის ტრენინგი- პროფესიულ უნარებში. სემინარს, აა(ა)იპ საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრის ტრენერი ამირან ჯამაგიძე ხელმძღვანელობდა.ტრენინგს საჯარო სკოლების 40-მდე პედაგოგი ესწრებოდა, რომლებიც აღფრთოვანებულები იყვენენ ტრენერის ბატონი ამირანის, 8 საათიანი ნაყოფიერი მუშაობის გამო. 
 სპმთპ-ის საჩხერის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა  ნათელა თევზახემ მადლობა  გადაუხადა ააიპ „საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა
პროფესიული განვითარების ცენტრის“აღმასრულებელ დირექტორს ქალბატონ მარიამ მკალავიშვილს, ბატონ ამირან ჯამაგიძეს და საჩხერის პირველი საჯარო სკოლის დირექტორს ქალბატონ ირმა კაპანაძეს.